ბიჭი, რომელიც ზღვის ტალღებმა ივლისში გაიტაცა 49 დღე ზღვაში ცხოვრობდა
ბიჭი, რომელიც ზღვის ტალღებმა ივლისში გაიტაცა 49 დღე ზღვაში ცხოვრობდა
ინდონეზიელმა 18 წლის ალდი ნოველ ადილანგმა 49 დღე ზღვაში ხის ტივზე გაატარა. ძლიერმა ქარმა ადილანგი 14 ივლისს ინდონეზიის კუნძულ სულავესის სანაპიროსთან მეთევზეების ნავით ღია ზღვაში გაიტაცა.

როგორც გადარჩენილი ახალგაზრდა იხსენებს, მას თან ცოტა საკვები ჰქონდა, ამიტომ ზღვაში ყოფნის დროს ის თევზს
იჭერდა და ნაფოტებისგან ტივზე დანთებულ კოცონზე წვავდა.

...
31 აგვისტოს ადილანგი პანამის დროშის ქვეშ მცურავმა სატვირთო გემ „არპეჯიოს“ ეკიპაჟმა შენიშნა. ამ დროს ახალგაზრდა გუამის სანაპირო წყლებში, მშობლიურ კუნძულ სულავესიდან ათასობით მილის მოშორებით იმყოფებოდა. ხომალდის კაპიტანმა 6 სექტემბერს ახალგაზრდა იაპონიაში ჩაიყვანა და ოსაკაში მდებარე ინდონეზიის საკონსულოს თანამშრომლებს გადასცა.

მოზარდი იხსენებს, რომ მას ათზე მეტმა გემმა ჩაუარა, თუმცა ეკიპაჟის წევრებმა ის ვერ შეამჩნიეს.

„ყოველ ჯერზე, როდესაც ის მახლობლად მიმავალ დიდ გემს ხედავდა, იმედი ჰქონდა, რომ შეამჩნევენ და გადაარჩენენ. მან ათზე მეტი ასეთი ხომალდი ნახა, თუმცა არავის შეუმჩნევია“, – განაცხადა ოსაკას საკონსულოში მომუშავე ინდონეზიელმა დიპლომატმა ფაჯარ ფირდაუსმა.

მალევე ადილანგი თვითმფრინავით ინდონეზიაში გაამგზავრეს, სადაც მას ოჯახის წევრები დახვდნენ. ახალგაზრდა თავს კარგად გრძნობს.

„ის კვლავ ჩვენთან არის. 30 სექტემბერს ჩემს შვილს 19 წელი შეუსრულდება, ასე რომ ზეიმის მიზეზი გვაქვს“, – ამბობს ადილანგის დედა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები