ჩეჩნეთში ჰომოსექსუალებისთვის საკონცენტრაციო ბანაკები გაიხსნა - რას უშვებიან იქ მათ?
ჩეჩნეთში  ჰომოსექსუალებისთვის  საკონცენტრაციო  ბანაკები  გაიხსნა - რას  უშვებიან  იქ  მათ?
ჩეჩნეთში ჰომოსექსუალები საკონცენტრაციო ბანაკებში გადაჰყავთ და ელექტროშოკით აწამებენ


გავრცელდა ინფორმაცია,რომ ჩეჩნეთში ჰომოსექსუალი კაცებისათვის საკონცენტრაციო ბანაკებს ქმნიან.
...
რუსული გამოცემა Novaya Gazeta იუწყება, რომ მხოლოდ გასულ კვირას 100 ჰომოსექსუალი კაცი დააკავეს და ამ ბანაკებში გადაიყვანეს, ხოლო მათგან სამი მოკლეს. დაკავებულთა შორის ცნობილი სატელევიზიო წამყვანები და რელიგიური ფიგურებიც არიან.

ერთ-ერთი ბანაკი, სავარაუდოდ, ქალაქ არღუნში, ყოფილ სამხედრო ბაზაზეა.

გაზეთის მიხედვით ბანაკებში გადაყვანის შემდეგ მოქალაქეებს ჩეჩნეთის დატოვებას აიძულებენ. ისინი, ვინც საპატიმროებს თავი დააღწიეს ყვებიან, რომ პატარა ოთახში 30-40 ადამიანს ათავსებენ, ელექტროშოკით აწამებენ და სასტიკად სცემენ.

პუტინის ახლო მოკავშირეს, რესპუბლიკის პრეზიდენტ რამზან კადიროვს წარსულშიც წაუქეზებია თანამოქალაქეები ჰომოსექსუალების არაკანონიერი გზებით დასჯის და მოკვლისკენაც კი.

კადიროვი მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ჩეჩნეთში გეი მამაკაცები არ არიან და დაკავებებს უარყოფდა. მისი თქმით მსგავს ადამიანებს საკუთარი ოჯახები დახოცავდნენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები