ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია
ლამია, მისი ქალიშვილები და "ისლამური სახელმწიფო" - ერთი ოჯახიდან წამოსული სამი ტერორისტი ქალის ტრაგიკული ისტორია
ლა­მია, მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფო" - ასე­თია სტა­ტი­ის სა­თა­უ­რი, რო­მე­ლიც გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან წა­სუ­ლი ქა­ლე­ბის ტრა­გი­კულ ამ­ბავს ასა­ხავს... ლა­მია და მისი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ჯერ სი­რი­ა­ში, შემ­დეგ კი ერაყ­ში წა­ვიდ­ნენ. უმ­ცრო­სი გო­გო­ნა გზა­ში­ვე მოკ­ლეს. უფ­რო­სი კი, დე­დას­თან ერ­თად ერა­ყის ცი­ხე­ში სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბა­შია.

Deutsche Welle-ს ცნო­ბით, ლა­მი­ას ნაც­ნო­ბე­ბი ჰყვე­ბი­ან, რომ იგი ძა­ლი­ან "ჩვე­უ­ლებ­რი­ვი" ქალი იყო, სა­ნამ 2014 წელს, ერთ მა­რო­კო­ელ ქალს არ და­უ­მე­გობ­რდა, რო­მე­ლიც დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გერ­მა­ნი­ა­ში ცხოვ­რობ­და, სწავ­ლობ­და და მუ­შა­ობ­და... მისი გავ­ლე­ნით ლა­მი­ამ მო­აგ­რო­ვა თა­ვი­სი ნივ­თე­ბი, მო­კი­და თა­ვის
ორ გო­გო­ნას ხელი და სი­რი­ა­ში "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მე­ომ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად წა­ვი­და. მა­შინ მუს­ლი­მებს ხა­ლი­ფატ­ზე ილუ­ზო­რუ­ლი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ჰქონ­დათ, თუმ­ცა იქ ჩა­სუ­ლე­ბი უმ­ძი­მეს რე­ა­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ...

..."ასე და­ე­მარ­თათ ახალ­გაზ­რდებს, თუმ­ცა რო­გორც ჩანს, მათი ბედი უფ­რო­სებ­მაც გა­ი­ზი­ა­რეს. ლა­მია 50 წლის იყო. მა­რო­კოს დე­და­ქა­ლაქ­ში გა­ი­ზარ­და. 90-იან წლებ­ში სტი­პენ­დია მი­ი­ღო და გერ­მა­ნი­ა­ში, ქა­ლაქ ტრი­რე­ში სას­წავ­ლებ­ლად წა­ვი­და... იქვე გა­იც­ნო მისი მო­ა­მა­ვა­ლი ქმა­რი, რო­მელ­მაც მის გამო ის­ლა­მი მი­ი­ღო. სამი შვი­ლი შე­ე­ძი­ნათ - ორი გოგო და ერთი ბიჭი.

მა­შინ ტრი­რე­ში ყვე­ლა ერ­თმა­ნეთს იც­ნობ­და. ღრმა მორ­წმუ­ნე­ე­ბი არას­დროს ყო­ფი­ლან... მე­ჩეთ­ში მხო­ლოდ დიდ დღე­სას­წა­უ­ლებ­ზე და­დი­ოდ­ნენ. ლა­მია, არას­დროს ყო­ფი­ლა რა­დი­კა­ლი. ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გახ­სნი­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი იყო..." - იხ­სე­ნებს გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში მისი მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც მას სტუ­დენ­ტო­ბი­დან იც­ნობს.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები