კიევის მეტროში ქალი ხალხის თვალწინ ცოცხალი კატის შეჭმას ცდილობდა (ვიდეო)
კიევის  მეტროში  ქალი  ხალხის  თვალწინ  ცოცხალი  კატის  შეჭმას  ცდილობდა  (ვიდეო)
უკრაინაში, კიევში, ქალმა, რომელიც მეტროში მოწყალებას ითხოვდა, კატის შეჭმა სცადა. ამის შესახებ The Koz Times-ი წერს.

ვიდეო პირველად, Youtube-ზე, Roma Street Prince-ის სახელით დარეგისტრირებულმა ბლოგერმა გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ გამვლელები კატა ქალისგან გაათავისუფლონ.

...კატები ქალთან ახლოს არაერთხელ უნახავთ. შემთხვევის დროს მასთან სამი კატა იყო. ორმა გაქცევა შეძლო, თუმცა მესამე ქალმა დაიჭირა და გამვლელებმა ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ შეძლეს, კატა ქალის კბილებიდან გაეთავისუფლებინათ.

ის მაშინვე ვეტერინართან წაიყვანეს. კატას დაზიანებები აქვს, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები