ბრიტანეთში 102 წლის მამაკაცმა 99 წლის ცოლი მოიყვანა
ბრიტანეთში  102  წლის  მამაკაცმა  99  წლის  ცოლი  მოიყვანა
ბრიტანელი წყვილი 80 წლის თანაცხოვრების შემდეგ დაქორწინდა. კენ ჰარისი 102 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე მარგარეტი – 99-ის. წყვილმა პატარა ქალაქ ლლანგინიდრში იქორწინა, მოხუცებულთა სახლში, სადაც ისინი ამჟამად ცხოვრობენ.

კენი და მარგარეტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სულ ერთად არიან. როცა კენი ომში წავიდა მარგარეტი ლლანგინიდრში დარჩა და ექიმის მდივნად დაიწყო მუშაობა. მათ მთელი ცხოვრება ამ ქალაქში გაატარეს და ორი შვილი ეყოლათ: ენი და ალანი.
ცოტა ხნის წინ, კენმა ფეხი მოიტეხა და შიშობდა, რომ მარგარეტს ვეღარასოდეს ნახავდა, რადგან მოხუცებულებში შეხორცების პროცესი რთულად მიმდინარეობს, თუმცა 1 თვის წინ ის საავადმყოფოდან გამოწერეს – ყოფილი ჯარისკაცის ორგანიზმი გამორჩეულად ძლიერი აღმოჩნდა.
...
„მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და ჩვენც ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კენისა და მარგარეტის 80 წლის იუბილეს ერთად ავღნიშნავთ“, -ამბობს მათი 75 წლის რძალი პეტ ჰარისი.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები