პოლიცია - მოსახლეობას შინაური ცხოველებისთვის ფეხსაცმელების ყიდვისკენ მოუწოდებს
პოლიცია - მოსახლეობას შინაური ცხოველებისთვის ფეხსაცმელების ყიდვისკენ მოუწოდებს
შვეიცარიაში, ციურიხის პოლიციამ შინაური ცხოველების პატრონებს მათთვის ფეხსაცმელების შეძენისკენ მოუწოდა, რათა გარეთ სეირნობისას შინაური ცხოველების თათები გადაჭარბებული სიცხისგან დაიცვან.

სამაუწყებლო კორპორაცია SRF-ის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ წამოიწყო კამპანია სახელწოდებით "ჰოთ-დოგი", რომლის ფარგლებშიც შინაური ცხოველებისა და განსაკუთრებით ძაღლების მფლობელებს უყვება, თუ როგორ იტანჯებიან ისინი ცხელ ასფალტზე თათის დადგმისას.

...შვეიცარიაში ისევე, როგორც ევროპის სხვა ბევრ ქვეყანაში მიმდინარე ზაფხული იშვიათად ცხელი აღმოჩნდა - ივლისის განმავლობაში ტემპერატურა 30 გრადუსი ცელსიუსის ფარგლებში მერყეობდა. ქვეყნის ზოგიერთ რაიონებში გვალვაც კი დაიწყო.

ევროპის ცალკეულ ნაწილში ტემპერატურის 50°C-მდე ზრდაა მოსალოდნელი

ციურიხის საქალაქო პოლიციის პრეს-მდივნის მაიკლ უოკერის განმარტებით, მსგავს ტემპარატურაზე ასფალტი

შესაძლოა 50-55 გრადუს ცელსიუსამდე გაცხელდეს, რაც განსაკუთრებულ დისკომფორტს იწვევს ძაღლებში.    განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები