ეს ქალი 5 ძმის ერთადერთი ცოლია (3 ფოტო)
ეს  ქალი  5  ძმის  ერთადერთი  ცოლია  (3  ფოტო)
თქვენ წინაშეა რაჯო ვარმა - ქალბატონი ინდოეთიდან, რომელიც, ძველი ინდური ტრადიციის დაცვით, 5 ძმის ცოლი გახდა და თითოეულთან რიგრიგობით იყოფს სარეცელს...

„თავიდან ეს ყველაფერი საშინლად მეჩვენებოდა, - ყვება ის ინტერვიუში. - მაგრამ მე არ მყავს რჩეული, ისინი ჩემთვის თანასწორები არიან“. თავის პირველ ქმართან, გუდუსთან, ინდური ტრადიციების დაცვით, ქორწილი 4 წლის წინათ გადაიხადა, შემდეგ კი მათ ბაიჯუ, ცანტ რამი, გოპალი და დინეში შეუერთდნენ. ქმართაგან ყველაზე უფროსი 32 წლისაა, ყველაზე პატარა - 19-ის.

...

რაჯო ძველ ინდურ სწავლებას მისდევს მრავალქმრიანობის შესახებ, რომელიც ძველად ინდოეთში იშვიათობა არ ყოფილა, განსაკუთრებით ვედურ პერიოდში. ახლა ინდუიზმის სკოლების უმეტესობა ქორწინების ასეთ ფორმას ეწინააღმდეგება.



რაჯო ვარმა ამბობს, რომ მაგალითი დედისგან აიღო, რომელიც, ასევე, 3 ძმაზე იყო გათხოვილი. რაჯო მიიჩნევს, რომ ასე ის მეტ სიყვარულს იღებს, ვიდრე ნებისმიერი ქალი. უბრალოდ, მის ქორწინებას ერთი უხერხულობა ახლავს - ბავშვის მამის ვინაობის დადგენას ვერ ახერხებს...





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები