ამ ულამაზეს და-ძმას იშვიათი დაავადება აქვს
ამ ულამაზეს და-ძმას იშვიათი დაავადება აქვს
პოდიუმის 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს ბელა ჰადიდს და მის 16 წლის ძმას ანვარს ლაიმის დაავადება აქვთ, სწორედ ის, რომელსაც კინაღამ შეეწირა მომღერალი ავრილ ლავინი. ეს საშინელი სიმართლე და-ძმის დედამ, 51 წლის იოლანდა ფოსტერმა გაამხილა.
ბელა რა ხანია წარმატებულია მოდის სამყაროში. მანამდე მისი დის, ჯიჯი ჰადიდის სახელი ყველას პირზე ეკერა. ჯიჯი ბოლო ორი წელია ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მოდელებს შორის მოიხსენიება და წარმატებული კარიერა აქვს. ქერა ჯიჯის შავთმიანი და ასევე მშვენიერი უმცროსი და ჰყავს, რომელმაც დის კვალდაკვალ მოსინჯა ძალები პოდიუმზე და მოიპოვა კიდეც წარმატება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბელას საკმაო ძალიხსმევის გამოვლენა და საკუთარ თავზე მაღლა ახტომაც უწევს ამ რეჟიმში ცხოვრებისთვის, რადგან მძიმე დაავადებას ებრძვის.


...

ბელასა და მის უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ და დროულად არ
უმკურნალებენ, მას შეუძლია ინვალიდობა ან სიკვდილიც კი გამოიწვიოს. ამ დაავადებისგან ავრილ ლავინი ხუთი თვე ებრძოდა სიკვდილს.




დედასთან ერთად
და-ძმის დედა იოლანდა ფოსტერი ასევე ცნობილი ადამიანია. ის რეალური შოუების ვარსკვლავია და მასაც დაუსვეს ეს დიაგნოზი (სავარაუდოდ, სწორედ მისგან დაინფიცირდნენ შვილები). იოლანდა ქველმოქმედებაშია ჩართული და აქტიურად ეხმარება ამ დაავადებით დატანჯულებს. ამ მოღვაწეობისთვის სპეციალური პრემიაც კი მიიღო.




"ეს ჯილდო ბელასა და ანვარისთვის არის. ეს ჩემი სიმბოლო და ჩემი პირობაა: ვერ დავუშვებ, რომ ტკივილსა და ტანჯვაში იცხოვრონ. მსოფლიოს მოვივლი, მაგრამ ვიშოვი წამალს, რომ ჩემმა შვილებმა ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ, რასაც იმსახურებენ. არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს ეს ტკივილი", - განაცხადა ფოსტერმა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები