უბრალო ნივთი, რითაც ოთახს კედლის გარეშე გატიხრავთ - მას ნებისმიერი ხელოსანი დაგიმზადებთ
უბრალო ნივთი, რითაც ოთახს კედლის გარეშე გატიხრავთ - მას ნებისმიერი ხელოსანი დაგიმზადებთ
შირმა - ინტერიერის უძველესი აქსესუარია, რომელიც დღესაც ხშირად გამოიყენება. მისი დახმარებით შეგიძლიათ ბინაში სიმყუდროვე შექმნათ, ოთახი ზონებად დაყოთ ან უცხოებისთვის დამალოთ ის, რისი ჩვენებაც არ გსურთ. ეს ძალიან მარტივი კონსტრუქციაა და მისი დამზადება ნებისმიერ ხელოსანს შეუძლია. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ
უკვე გამზადებულიც იყიდოთ.

შირმა მსუბუქია და მის გადატანა-გადმოტანას მარტივად შეძლებთ. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დღეს ერთ ოთახში გამოიყენოთ, ხვალ - მეორეში.

...ტიხრის ისტორია მჭიდროდაა კავშირში ქალის ცხოვრებასთან, სამოსისს გამოცვლა, მაკიაჟის გაკეთება, სასიყვარულო თავგადასავალი... ტიხარის მიღმა ხშირად ისტორიული სცენებიც კი ვითარდებოდა. სხვათა შორის,
ოთახის მორთვის გარდა არსებობდა, მინიატიურული შირმაც, რომელიც მაგიდაზე იდგმებოდა და მას მაგიდის სანათის შუქის მოსაჩრდილადაც იყენებდნენ.


საუკუნეების გასვლის მიუხედავადა შირმას აქტუალურობა არ დაუკარგავს. დღეს შირმის დამზადება თავადაც შეგიძლიათ. მას მინიმუმ 2 ფრთა უნდა ჰქონდეს, მაქსიმუმ - 8. თითოეულის სიგანე 40-60 სმ-ია. სიმაღლე 150-200 სმ. ხის ჩარჩოს პლასტიკატის მილებმა შეცვალა. აბრეშუმი - მინამ, სარკემ, ბამბუკმა, ბატიკამ, ნაქსოვმა ელემენტებმა. არსებობს დრეკადი ტიხარიც, დაწნულიც, თაროებიანიც. შირმა შეგიძლიათ ფიტოდიზაინით დაამზადოთ, ხოლო თუ ერთფეროვნება არ მოგწონთ, შირმა შეგიძლიათ პირადი ფოტოებითაც კი გააფორმოთ.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები