ძველი ტიბეტური ტესტი, რომელიც თქვენი ფსიქიკის ყველა დეტალს გაგიმხელთ
ძველი ტიბეტური ტესტი,  რომელიც  თქვენი  ფსიქიკის ყველა დეტალს  გაგიმხელთ
ეს უჩვეულო ტესტი საკმაოდ საინტერესო შედეგს გაჩვენებთ. მხოლოდ 3 კითხვას უნდა გასცეთ პასუხი. უპასუხეთ პირდაპირ ისე, რომ პასუხებს არ დახედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ტესტი აზრს დაკარგავს.

აიღეთ ფურცელი და ფანქარი იმისთვის, რომ პასუხები ჩაწეროთ. ტესტის ბოლოს მნიშვნელოვან რამეს გაიგებთ საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე.

...კითხვებს რიგ-რიგობით უპასუხეთ. დიდხანს არ იფიქროთ. დაიმახსოვრეთ, საუკეთესო პასუხები ის არის, რაც თავში აზრად პირველი მოგივათ.


კითხვები:

1. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს წინ 5 შემდეგი ცხოველია. დაალაგეთ ნებისმიერი თანამიმდევრობით, როგორც თქვენ გსურთ: ძროხა, ვეფხვი, ცხვარი, ცხენი, ღორი.

2. დაწერეთ თითო სიტყვა, თუ რასთან ასოცირდება თქვენთვის ქვემოთ ჩამოთვლილი სიტყვები:


ძაღლი – ....

კატა – ....

ვირთხა – ....

ყავა – ....

ზღვა –....



3. იფიქრეთ თქვენთვის ნაცნობ 5 ადამიანზე, რომელიც მნიშვნელოვანია თქვენს ცხოვრებაში. შეარჩიეთ თითოეული მათგანისთვის მხოლოდ ქვემოთ მოცემული ერთი ფერი:

ყვითელი – ....

ნარინჯისფერი –....

წითელი –....

თეთრი – ....

მწვანე –....


სულ ეს არის. ტესტი გავლილია!



ახლა კი ტესტის შედეგებს გაეცანით:


1. პირველ კითხვაზე პასუხი თქვენს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს განსაზღვრავს:

ძროხა ნიშნავს კარიერას.

ვეფხვი – ღირსების გრძნობა.

ცხვარი – ეს სიყვარულია.

ცხენი – ოჯახს ნიშნავს.

ღორი – ფულის სიმბოლოა.


2. მეორე კითხვაზე გაცემული პასუხით
შეძლებთ იმის გაგებას, თუ ქვეცნობიერად როგორ უყურებთ საკუთარ ცხოვრებას.


ძაღლის ასოციაცია გულისხმობს თქვენ საკუთარ მეს.

კატის ასოციაცია – თქვენს დამოკიდებულებას პარტნიორთან.

ის, თუ ვირთხას როგორ ახასიათებთ, აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას მტრების მიმართ.

ყავის ასოციაცია – თქვენი დამოკიდებულება სექსის მიმართ.

ზღვის ასოციაცია ასახავს თქვენს საკუთარ ცხოვრებას.



3. და ბოლოს, ასე უნდა გავშიფროთ ფერები, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი 5 ადამიანისთვის აირჩიეთ:

ყვითელი – ადამიანი, ვისაც არასოდეს დაივიწყებთ და რომელმაც ძლიერი გავლენა მოახდინა თქვენს ცხოვრებაზე.

ნარინჯისფერი – ადამიანი, რომელიც თქვენთვის ნამდვილ მეგობარს წარმოადგენს.

წითელი – ადამიანი, რომელიც გულწრფელად გიყვართ.

თეთრი – თქვენი მონათესავე სული.

მწვანე – ამ ადამიანზე მოგონებები მთელი ცხოვრება გაგყვებათ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები