ფსიქოლოგიური ტესტი: რომელია თქვენი სათვალე?
ფსიქოლოგიური ტესტი: რომელია თქვენი სათვალე?
იმის მიხედვით, როგორ მზის სათვალეს არჩევს ადამიანი, მისი ხასიათის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება.

სათვალე №1
თქვენ რომანტიკოსი ხართ. როცა ვინმე გიყვართ, გიყვართ მთელი არსებით და შედეგებზე არ ფიქრობთ. სამწუხაროდ, საპასუხო გრძნობას ყოველთვის ვერ იღებთ. მოგწონთ ხალხში ყოფნა, მაგრამ თქვენ გვერდით ხშირად არცთუ კარგი ადამიანები არიან.
...
სათვალე №2
თქვენ იმპულსური ადამიანი ხართ. საკუთარი ემოციების კონტროლს თუ არ ისწავლით, ცხოვრებაში უსიამოვნებები არ მოგშორდებათ. ეცადეთ, ჯერ დაფიქრდეთ და შემდეგ ილაპარაკოთ და იმოქმედოთ.
ცოტა „რბილი“ გახდით კოლეგებთან ურთიერთობაშიც.

სათვალე №3
თქვენ მშვიდი ადამიანი ხართ. ცდილობთ, კონფლიქტურ სიტუაციებს ყოველთვის მოერიდოთ.
თქვენთან ურთიერთობა კომფორტული
და მარტივია, რადგან საკუთარი თავის კონტროლი შეგიძლიათ.

სათვალე №4
თქვენ ელეგანტური ადამიანი ხართ და ყველას ყურადღებას იპყრობთ, რაც ძალიან მოგწონთ. დროს ფეხდაფეხ მიჰყვებით, მათ შორის - ტექნოლოგიურ პროგრესსაც. ადამიანებს სათქმელს ყოველთვის პირში ეუბნებით. ამიტომ გარშემომყოფებს ან გამორჩეულად უყვარხართ, ან გამორჩეულად სძულხართ.

სათვალე №5
თქვენ გაქვთ მიზანი და ყველაფერს აკეთებთ მის განსახორციელებლად. თქვენი ყოველი ნაბიჯი წინასწარ და დეტალურად არის გათვლილი. თქვენნაირი ადამიანი ყოველთვის აღწევს წარმატებას.

სათვალე №6
თქვენ ლოგიკურად აზროვნებთ. არასდროს დაფრინავთ ოცნებებში და არ ელოდებით სასწაულს. არ გჯერათ ავანტიურისტული პროექტების. მკაცრი ხასიათის მიუხედავად, ადვილად გიყვარდებათ, მაგრამ ამას ვერავინ გამჩნევთ. გარშემომყოფებისთვის თქვენ საიმედო, გაწონასწორებული პიროვნება ხართ.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები