რომელ ასო-ბგერაზე ბოლოვდება შენი სახელი? ამ მარტივი მეთოდით გაიგებთ რა გელოდებათ მომავალში
რომელ ასო-ბგერაზე ბოლოვდება შენი სახელი?  ამ  მარტივი  მეთოდით  გაიგებთ  რა  გელოდებათ  მომავალში
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ცხოვრებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. დაბადების თვიდან დაწყებული, თქვენი სახელით დამთავრებული - ყველა დეტალი, თითოეული ნიუანსი განაპირობებს იმას, თუ როგორ ადამიანებად ვყალიბდებით და როგორი ცხოვრება გვაქვს.

სჯერათ, რომ ადამიანის სახელი მისი პიროვნების შესახებ ბევრს ამბობს. თუ ორი ადამიანის სახლში საერთო ბგერებია, ეს მიუთითებს, რომ მათ ბევრი აქვთ საერთო - აუცილებლად ექნებათ არაერთი საერთო ინტერესი, გემოვნება, მსოფლხედვა, მსგავსი მუსიკალური გემოვნებაც კი.

...ამჯერად გავიგოთ თქვენი პიროვნების შესახებ უფრო მეტი იმის მიხედვით, თუ რომელ ხმოვანზე ბოლოვდება ის.

1. თუ „ა“-ზე ბოლოვდება - ძალიან მგრძნობიარე და კეთილი ადამიანი ხართ, სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოჩენა თქვენ გარდა არავის შეუძლია. გამოირჩევით ლიდერის უნარებით და ხართ ისეთი ლიდერი, რომელიც ადამიანებს ძალიან უყვართ. არ ექცევით სხვისი გავლენის ქვეშ. მკაფიოდ და ნათლად გაქვთ ჩამოყალიბებული საკუთარი აზრი. საოცარი შეყვარებული ხართ.

მარტივად არ გიყვარდებათ, მაგრამ როცა შეიყვარებთ, ეს იქნება სრულყოფილი სიყვარული და ჯანსაღი, მყარი ურთიერთობა. ოჯახის საჭიროებებსა და ინტერესებს საკუთარ ინტერესებსზე მაღლა აყენებთ.


2. თუ თქვენი სახელი „ე“-ზე მთავრდება - პოზიტივს ასხივებთ, გარემოს დადებითი ენერგიით ავსებთ. მაქსიმალურად შორს იჭერთ თავს დრამებისგან, ეს თქვენი საქმე ნამდვილად არ არის. ხართ კომუნიკაბელური და ძალიან ბედნიერი ხართ ხალხმრავალ გარემოში.

გიყვართ წვეულებები, ზღვის სანაპიროზე დასვენება. ხართ დამოუკიდებელი ნატურა და გამოირჩევით უნიკალური უნარით - გამონახოთ საერთო ენა ნებისმიერ ადამიანთან.


3. თუ თქვენი სახელის ბოლო ასოა „ი“ - უჩვეულო და უცნაური ადამიანი ხართ, რაც საინტერესო პერსონად გაქცევთ. ადამაინებისთვის ნამდვილი გამოწვევაა თქვენი ბოლომდე შეცნობა. განსაკუთრებული ქარიზმა და შარმი გაქვთ.

თქვენთვის ფული და კარიერა პირველ ადგილზე დგას. ადამიანებს მოსწონთ თქვენ გვერდით ყოფნა, რადგანაც იციან, რომ ნებისმიერ წუთს რაღაც საინტერესო და უჩვეულო შეიძლება მოხდეს. იცით ცხოვრების გემო და არასოდეს ხართ მოწყენილი.


4. თუ თქვენი
სახელის ბოლო ასოა „ო“
- უნიკალური უნარი გაქვთ ადამიანებით სავსე ოთახში ყველამ თქვენზე გადმოიტანოს ყურადღება. ამას ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აკეთებთ. სასიამოვნოდ მოსაუბრე ხართ და ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ თქვენი ისტორიების მოსმენა.

გიყვართ თავგადასავლები. თქვენი ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე. ყოველგვარი დაგეგმვის გარეშე იღებთ გადაწყვეტილებებს. თქვენთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი ხარისხია.


5. თუ თქვენი სახელის ბოლო ასოა „უ“ - მომხიბვლელი, ელეგანტური ადამიანი ხართ. გიყვართ წესრიგი და გამოირჩევით ორგანიზებულობით. უფრთხილდებით ყოველ წუთს და გსურთ, რომ დრო ნაყოფიერად გამოიყენოთ. ადვილად შეგიძლიათ ადამიანებზე პირველივე შეხვედრისას დადებითი და წარუშლელი შთაბეჭდილების დატოვება.


ბონუსი: თუ თქვენი სახელი რომელიმე თანხმოვნით მთავრდება

თქვენ ხელოვნებისკენ გაქვთ განსაკუთრებული მიდრეკილება. გამოირჩევით შემოქმედებითი უნარებით. გსურთ სამყაროს უკეთ შეცნობა. ყველაზე მეტად მოგზაურობა გაბედნიერებთ. სწავლას არასოდეს წყვეტთ.


არ არსებობს საკითხი, რომელსაც სიღრმისეულად არ იცნობთ. არ არსებობს კითხვა, როემლსაც პასუხს ვერ გასცემთ. ეს იმიტომ, რომ არასოდეს წყვეტთ სიახლეების ძებნას. ყოველთვის მზად ხართ გამოწვევებისთვის. კონკურენტუნარიანობით გამოირჩევით. თქვენ ხართ ის, ვინც აუცილებლად აღწევს სასურველ მიზანს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები