"ჩემი ცოლის დაქალების" ახალი ს ეზონის დაწყების თარიღი უკვე ცნობილია
"ჩემი  ცოლის  დაქალების"  ახალი ს ეზონის  დაწყების  თარიღი  უკვე  ცნობილია
შემოდგომის დადგომასთან ერთად უფრო და უფრო ხშირად ისმის ერთი კითხვა: როდის იწყება ჩემი ცოლის დაქალები? ცდა დიდხანს აღარ მოგვიწევს, რადგან ყველაზე პოპულარული ქართული სერიალი ახალი სეზონით 5 ოქტომბერს დაბრუნდება. სერიები, ტრადიციულად, პარასკევს, შაბათსა და კვირას, 23:00-ზე გავა.

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონი ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ჩიკას დაჭრით დასრულდა, რამაც ახალი სეზონის მოლოდინი კიდევ უფრო აუტანელი გახადა. სერიალის პროდიუსერის, ირაკლი საღინაძის თქმით, ღიად დარჩენილი სიუჟეტური ხაზის გაგრძელებას პირველივე სერიაში ვნახავთ, თუმცა იქნება ახალი სიტუაციებიც, რომელთა განვითარებასაც 52 სერიის განმავლობაში, იანვრის ბოლომდე დავაკვირდებით.

...განსხვავებული იქნება სერიალის სტილისტიკაც. ახალი სეზონი, წინასთან შედარებით, მეტად ორიენტირებული იქნება ადამიანურ ისტორიებზე, თუმცა ეს სოციალურ-იუმორისტული ხაზების უგულებელყოფას სულაც არ ნიშნავს.

5 ოქტომბრამდე კი ცოტა დრო რჩება და როგორც ჩანს, დაძაბულ პოლიტიკურ ფონს სწორედ ჩემი ცოლის დაქალების ახალი სეზონი გადაგვატანინებს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები