87 წლის რუსი მსახიობი 27 წლის ცოლს შორდება, რადგან ქალს მასთან სექსი არ სურს
87 წლის რუსი მსახიობი 27 წლის ცოლს შორდება, რადგან ქალს მასთან სექსი არ სურს
87 წლის რუსი მსა­ხი­ო­ბი ახალ­გაზ­რდა ცოლს შორ­დე­ბა, მი­ზე­ზად კი ამ­ბობს, რომ გო­გო­ნას მას­თან სექ­სი არ სურს.

Mirror-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ივან კრას­კო 27 წლის ნა­ტა­ლი­ა­ზე სამი წლის წინ და­ქორ­წინ­და. მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ მოთ­მი­ნე­ბა ამო­ე­წუ­რა და დროა, და­შორ­დნენ, რად­გან ცოლი მას­თან სა­ერ­თო შვი­ლის გა­ჩე­ნა­ზეც უარს ამ­ბობს.

...კრას­კოს თქმით, 2015 წელს, ქორ­წი­ნე­ბი­დან მა­ლე­ვე ნა­ტა­ლი­ამ სექსზე უარი გა­ნა­ცხა­და, რად­გან „და­ორ­სუ­ლე­ბა არ სურ­და“. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცოლი ამ­ბობ­და, რომ არ ჰქონ­დათ სახ­ლი და საკ­მა­რი­სი ფული შვი­ლის გა­საზ­რდე­ლად.



Mirror-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ნა­ტა­ლია ეკო­ნო­მი­კუ­რად გა­ჭირ­ვე­ბულ ოჯახ­ში გა­ი­ზარ­და და არ სურს, მის­მა შვი­ლებ­მაც იგი­ვე ბედი გა­ი­ზი­ა­რონ. „არ მინ­და ვიყო მარ­ტო­ხე­ლა დედა, შვი­ლე­ბის გა­ჩე­ნა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, ჩვენ კი სახ­ლიც არ გვაქვს“ - ამ­ბობს ნა­ტა­ლია.



და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლი კრას­კოს შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში. ნა­ტა­ლი­ას თქმით, ეს­პა­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ქმრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­ი­გო.

კრას­კო აპი­რებს წინა ცოლს, ნა­ტა­ლია ვი­ალს და­უბ­რუნ­დეს. ვი­ა­ლი მისი მე­სა­მე ცოლი და მისი ორი შვი­ლის დე­დაა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები