ბიჭს, ბარში გაცნობილმა გოგომ არასწორი ნომერი მისცა, მან კი გოგოს მოსაძებნად მის 247 სეხნიას მისწერა
ბიჭს, ბარში გაცნობილმა გოგომ არასწორი ნომერი მისცა, მან კი გოგოს მოსაძებნად მის 247 სეხნიას მისწერა
მთავარია მონდომება და შეუძლებელი რომ არაფერია, ამაში კანადელი ბიჭის ისტორია დაგარწუნებთ.

კანადაში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში კარლოს ზეტინა შემთხვევით შეხვდა გოგონას, რომელიც ძალიან მოეწონა და მის მოსაძებნად 247 ქალს მისწერა.

...მოკლედ, კარლოსმა ვინმე ჰოლანდიელი ნიკოლი გაიცნო უნივერსიტეტის ბარში, რომელმაც ბიჭს არაწორი ტელეფონის ნომერი მისცა. კარლოსმა კი გადაწყვიტა იმელზე მიეწერა ყველა ნიკოლისთვის, რომელსაც უნივერსიტეტის ბაზაში იპოვიდა. ასეთი 247 აღმოჩნდა. ბიჭმა მათ სტანდარტული ტექსტი გაუგზავნა.

„გამარჯობა, ეს წერილი ბევრი ნიკოლისთვისაა, თუ ამ წერილში საკუთარ თავს ვერ ამოიცნობ, გაატარე, თუ ამოიცნობ, მაგრამ ჩემთან საუბარი არ გინდა, ამასაც არაუშავს.
თუ შენი სახელია ნიკოლი, ჰოლანდიიდან ხარ და ფიქრობ, რომ ნიცშე ძალიან დეპრესიულია, მაშინ მომწერე“ - წერდა ბიჭი.

მისი წერილი მიუვიდა ყველა ნიკოლს უნივრსიტეტში - სტუდენტებს, ლექტორებს, პროფესორებს.

კარლოსმა მეილზე პასუხი ვერ მიიღო, თუმცა მალევე შეიქმნა ფეისბუკზე ჯგუფი „ნიკოლი წინა ღამიდან“, რომელშიც დაახლოებით 80 წევრი იყო. ესენ სწორედ ის ქალები იყვნენ, რომლებსაც კარლოსმა მისწერა. ერთ-ერთმა მათანმა ჯგუფი შექმნა და მათ შეხვედრა გადაწყვიტეს. შეხვდნენ კიდეც და აღმოაჩინეს, რომ კარლოსმა ნიკოლი იპოვა!

როგორც გაირკვა, ნიკოლს არ მიუღია მეილი, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის კანადაში გაცვლითი პროგრამით იყოფება და არ აქვს უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტა. თუმცა, მან უნივერსიტეტში ყური მოჰკრა ერთ-ერთი ნიკოლის საუბარს ფეისბუკზე შექმნილი ჯგუფის შესახებ და აღმოაჩინა, რომ სწორედ ის იძებნება. გაირკვა, რომ ნიკოლს კანადური ნომრის დამახსოვრება გაუჭირდა და კარლოსს არასწორი ნომერი შემთხვევით ჩააწერინა.

კარლოსი და ნიკოლი ერთმანეთს დაუკავშირდნენ და შეხვედრას პირებენ, თუმცა 247 ნიკოლის გარეშე.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები