86 წლის ბებია, რომელიც გუგლში იმას ეძებდა, რაც არასოდეს ა რავის მოსვლია თავში, გუგლმა კი ბებიას ა სეთი რამ უპასუხა წერილის სახით
86  წლის  ბებია,  რომელიც  გუგლში  იმას  ეძებდა,  რაც  არასოდეს ა რავის  მოსვლია  თავში,  გუგლმა  კი  ბებიას ა სეთი  რამ  უპასუხა  წერილის  სახით
ბებიები ხომ ისედაც საყვარლები არიან, მაგრამ თუ ყველაფერთან ერთად მუდმივად ამჟღავნებს თავაზიანობასა და კარგ მანერებს, ერთი–ორად „გემრიელები“ ხდებიან. ერთი ინგლისელი 86 წლის ქალბატონი, თავაზიანობის წყალობით, რამდენიმე დღეში იქცა ინტერნეტის ვარსკვლავად. საქმე ასე იყო: 9 ივნისს ბენ ჯონი თავისი 86 წლის ბებიის, მეი ეშვორტის ნოუთბუქში „შეძვრა“ და „გუგლის“ საძიებელში ისეთი კითხვა აღმოაჩინა, ისეთი, რომ…



......
მეი ეშვორტის შეკითხვა "გუგლს" მეი ეშვორტი რაღაც სტატიაში რომაული ციფრებით დაწერილ თარიღს გადაწყდომია და მნიშვნელობით დაინტერესებულა. ბებომ იცოდა, რომ შეეძლო დაეგუგლა და შეკითხვაზე პასუხი მიეღო, ამიტომ საძიებელში
ჩაწერა: „გეთაყვა, განმიმარტეთ, თუ შეიძლება, როგორ იკითხება რომაული ციფრებით დაწერილი ეს თარიღი: mcmxcviii. გმადლობთ“. თურმე მეის ჰგონებია, რომ „გუგლს“ შტაბბინაში ერთი კონკრეტული თანამშრომელი ჰყავდა გამოყოფილი მომხმარებლების შეკითხვებზე პასუხების გასაცემად და რაც უფრო თავაზიანად მიმართავდი მას, მით უფრო სწრაფად გიპასუხებდა. შვილიშვილი ბენი ისე შეძრა ამ საოცარმა ფორმულირებამ, რომ მაშინვე ასკრინა გვერდი, „ტვიტერში“ განათავსა და კომენტარიც დაურთო: „ღმერთო ჩემო! ბებიაჩემის ნოუთბუქი გავხსენი და აღმოვაჩინე, რომ როცა რაიმეს გუგლავს, შეკითხვას იწყებს „გეთაყვათი“ და ასრულებს „მადლობით“. ვაიმე, არ შემიძლია!“





ბენ ჯონის ტვიტი, რომელიც რამდენიმე დღეში 11 ათასჯერ გაზიარდა ბენის პოსტი რამდენიმე დღეში 11 ათასმა მომხმარებელმა გადააზიარა და თავად „გუგლამდე“ მიაღწია. და კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, ასაკოვანი ქალბატონისთვის თავაზიანობაზე თავაზიანობითვე ეპასუხათ პირადად მისწერეს პასუხი:



„გუგლის" პასუხი ბებია მეის „ძვირფასო ბენის ბებიავ, იმედი გვაქვს, თავს კარგად გრძნობთ. მსოფლიოში მილიარდობით საძიებო შეკითხვა არსებობს, მაგრამ მხოლოდ თქვენმა გაგვაღიმა. და კიდევ, ეს რომაული ციფრები იკითხება როგორც 1998. გმადლობთ!“
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები