რა ელის ზოდიაქოს ნიშნებს დღეს, 11 აგვისტოს მზის სრული დაბნელეის დროს?
რა  ელის  ზოდიაქოს  ნიშნებს  დღეს,  11  აგვისტოს  მზის  სრული  დაბნელეის  დროს?
ას­ტრო­ლო­გი ხა­თუ­ნა ნო­ე­ლი 11 აგ­ვის­ტოს მო­სა­ლოდ­ნელ მზის დაბ­ნე­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს სთა­ვა­ზობს და საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში კან­დი­დატ­თა ას­ტრო­ლო­გი­ურ შან­სებს გა­ნი­ხი­ლავს:

"დაბ­ნე­ლე­ბებს გა­აჩ­ნი­ათ ე. წ. სე­ზო­ნუ­რი ხა­სი­ა­თი, სე­ზონ­ზე რო­გორც წესი გვაქვს ერთი მზის და ერ­თიც მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა, იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა ხოლ­მე, რო­დე­საც 3 დაბ­ნე­ლე­ბა უწევს და აი სწო­რედ ასეთ შემ­თხვე­ვას­თან გვქონ­და ამ ზა­ფხულს საქ­მე, მოკ­ლე პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ერ­თად თავ­მოყ­რი­ლი ამ­დე­ნი და­ძა­ბუ­ლი ას­ტრო­ნო­მი­უ­ლი მოვ­ლე­ნა, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ იწ­ვევს სირ­თუ­ლე­ებს ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბის რიტ­მში.

...სა­ბედ­ნი­ე­როდ, 11 აგ­ვის­ტოს ბოლო დაბ­ნე­ლე­ბას გავ­დი­ვართ და ამის შემ­დეგ ნელ-ნელა და­ძა­ბუ­ლო­ბა კლე­ბას და­ი­წყებს. თუმ­ცა ვი­ნა­ი­დან ჯერ კი­დევ გვაქვს დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დგო­მი 1 კვი­რი­ა­ნი რთუ­ლი პე­რი­ო­დი გა­სავ­ლე­ლი, მო­დით, ვი­სა­უბ­როთ იმის შე­სა­ხებ, თუ რას უნდა ვე­ლო­დეთ და თავ­დაც­ვის რა ზო­მე­ბი გვექ­ნე­ბა მი­სა­ღე­ბი. და­ვი­წყოთ იქი­დან, რომ ეს მზის დაბ­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბა ლო­მის ზო­დი­ა­ქოს მე-19 გრა­დუს­ზე. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში ზო­დი­ა­ქა­ლუ­რი წრის თვი­თე­ულ გრა­დუსს სა­კუ­თა­რი პლა­ნე­ტა შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ძალ­ზე ნი­შან­დობ­ლი­ვია, რომ ამ გრა­დუ­სის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ურა­ნი გახ­ლავთ. მო­გახ­სე­ნებთ თუ რა­ტო­მაც - ჯე­რე­სერ­თი, არ უნდა დაგ­ვა­ვი­წყდეს, რომ დაბ­ნე­ლე­ბა ლო­მი­სა და მერ­წყუ­ლის ღერძზე ხდე­ბა, მე­ო­რეც არც თუ დი­დიხ­ნის წინ ურა­ნი, რო­მე­ლიც მერ­წყულს მარ­თავს უკუს­ვლი­თი გახ­და, და მე­სა­მე - დაბ­ნე­ლე­ბას წინ უძღო­და შავი მთვა­რის მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს ნი­შან­ში გა­დას­ვლაც.

ახლა შე­ვე­ცა­დოთ მარ­ტი­ვად და გა­სა­გე­ბად ავ­ხსნათ, თუ რას შე­იძ­ლე­ბა მო­ას­წა­ვებ­დეს ასე­თი ხაზ­გას­მა მერ­წყუ­ლის თე­მა­ტი­კა­ზე. თუ გა­ვიხ­სე­ნებთ რა სა­კი­თხე­ბი "აბა­რია"’ მერ­წყულს, ვფიქ­რობ ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბი გახ­დე­ბა თქვენ­თვის. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა ესაა თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი, ჰუ­მა­ნიზ­მი, დე­მოკ­რა­ტია, კო­ლექ­ტი­ვე­ბი, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი. ლომ­თან კავ­შირ­ში ეს შე­საძ­ლოა უკავ­შირ­დე­ბო­დეს ინ­დი­ვი­დი­სა და სო­ცი­უმს შო­რის წარ­მოქ­მნილ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბებს, სა­კი­თხი შე­იძ­ლე­ბა დად­გეს ესეც - ჩემი თუ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბი? ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ში­ნა­გა­ნად მზად არი­ან პი­როვ­ნუ­ლი ზრდის­თვის სა­კითხს ცოტა სხვაგ­ვა­რად დას­ვა­მენ - რა შე­მიძ­ლია მივ­ცე მე ამ ეტაპ­ზე იმ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რო­მელ­შიც ვცხოვ­რობ.

მინ­და გი­თხრათ,
რომ დაბ­ნე­ლე­ბა არას­დრო­საა იოლი პე­რი­ო­დი. ამ­ჯე­რად პრობ­ლე­მუ­რი ხდე­ბა არამ­ხო­ლოდ კო­ლექ­ტივ­თან, არა­მედ შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც. თა­ვაც­ვის ხერ­ხე­ბი ტრა­დი­ცი­უ­ლად იგი­ვეა - ნუ წა­მო­ი­წყებთ ახალ საქ­მნე­ებს, ნუ გა­ა­კე­თებთ მსხვილ შე­ნა­ძე­ნებს, არ გა­ემ­გზავ­როთ ამ დღეს სად­მე შორს, ეცა­დეთ იყოთ მშვიდ, ჩვე­ულ ატ­მოს­ფე­რო­ში, მეტი დრო და­უთ­მეთ ლოც­ვას, მე­დი­ტა­ცი­ას, სუ­ლი­ერ პრაქ­ტი­კებს, სხვა თუ არა­ფე­რი, უს­მი­ნეთ მუ­სი­კას ან თუ რე­ჟი­მი ამის სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ- გა­მო­ი­ძი­ნეთ. არამ­ცდა არამც არ ეცა­დოთ დაბ­ნე­ლე­ბის ყუ­რე­ბას. გახ­სოვ­დეთ, რომ ეს ნე­გა­ტი­ვის მომ­ტა­ნია ენერ­გე­ტი­კის დო­ნე­ზე.

თუმ­ცა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს არ შე­ე­ხე­ბა გა­ნურ­ჩევ­ლად ყვე­ლას. მათ შო­რის არც ყვე­ლა მერ­წყულს და ლომს. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მარ­თებთ მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც 10-11-12 აგ­ვის­ტოს არი­ან და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი და ასე­ვე მათ, ვინც 6-7-8 თე­ბერ­ვლის პე­რი­ოდ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას. ას­ტრო­ლო­გი­ა­ში უკეთ ჩა­ხე­დუ­ლებს კი შე­უძ­ლი­ათ და­მა­ტე­ბით მაჩ­ვე­ნებ­ლებ­ზე შე­ა­მოწ­მონ სა­კუ­თა­რი რუ­კე­ბი და ნა­ხონ, ხომ არ ჰყავთ ე.წ. ფიქ­სი­რე­ბულ ჯვარ­ზე - კუ­როს, მო­რი­ე­ლის, ლო­მის ან მერ­წყუ­ლის მე-19 გრა­დუს­ზე პი­რა­დი პლა­ნე­ტე­ბი, ას­ცენ­დენ­ტი, დეს­ცენ­დენ­ტი, ზე­ნი­ტი ან იმუნ ქო­ე­ლი.

ვი­ნა­ი­დან მზე მამ­რო­ბი­თი ენერ­გე­ტი­კის მა­ტა­რე­ბე­ლია, ეს დაბ­ნე­ლე­ბაც უფრო ძლი­ე­რი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე იქო­ნი­ებს გავ­ლე­ნას, ვიდ­რე ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე. მინ­და ისიც დავ­ძი­ნო, რომ ტრა­დი­ცი­უ­ლი ას­ტრო­ლო­გი­ის მი­ხედ­ვით, მზის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი უფრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მყოფ, გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნებ­ზე ახ­დე­ნენ ზე­მოქ­მე­დე­ბას, მა­შინ როცა მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბე­ბი უფრო მე­ტად უბ­რა­ლო ხალ­ხზე აი­სა­ხე­ბა ხოლ­მე. ამ თვალ­საზ­რი­სით მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მეჩ­ვე­ნე­ბა მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტე­ბის რუ­კე­ბის გან­ხილ­ვა სწო­რედ ამ ბოლო დაბ­ნე­ლე­ბის წერ­ტილ­თან მი­მარ­თე­ბა­ში.

და­ვი­წყებ ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლით, მი­თუ­მე­ტეს, რომ მისი კან­დი­და­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა საკ­მა­ოდ ოდი­ო­ზუ­რი გა­მოს­ვლის შემ­დეგ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მის პი­რად რუ­კა­ში მარ­სი დგას კუ­როს მე-19 გრა­დუს­ზე, რო­მელ­საც დაბ­ნე­ლე­ბის წერ­ტი­ლი და­ძა­ბულ ას­პექტს კვად­რატს უკე­თებს. რო­გორც ალ­ბათ ხვდე­ბით, ეს არ­ცთუ ისე კარ­გია წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის და პი­რი­ქით ხე­ლის­შემ­შლელ ფაქ­ტო­რა­დაც შე­იძ­ლე­ბა მო­ვი­აზ­როთ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები