"ზეითა მყავსო საყვარელიო მივდივარ იმასთანო და ამ მანქანით არ უნდა გამოვჩნდეო, ამას აქ დავტოვებო... ჰოდა ვზივარ მანქანის ყარაული"
"ზეითა მყავსო საყვარელიო მივდივარ იმასთანო და ამ მანქანით არ უნდა გამოვჩნდეო, ამას აქ დავტოვებო... ჰოდა ვზივარ მანქანის ყარაული"
სოციალურ ქსელში ბელა მაღლაფერიძე სახალისო პოსტს აქვეყნებს.

"აუ მიყვარს ღამე ყველას რო ვუშვებ და მე ვზივარ ჩემ საცხობელლლაში.
მოაყენა ვიღაც კაცმა მანქანა, საოცარი მუსიკები აქვს ჩართული, რუსულები და ჩქარები.
...მოვიდა, აქ რო ვდგავარ და არაფერს ვყიდულობო პრობლემა ხუარარიო.
რა პრობლემაა, იდექით მეთქი, მაქსიმუმ 10
წთ ჩერდებიან მაღაზიასთან და მერე რა თქო.
არაო მთელი ღამე აქ უნდა დავტოვო მანქანაო.
რათა მეთქი?
რათაო და, ზეითა მყავსო საყვარელიო (ჟინვალ-ბაზალეთისკე აიქნია ხელი) მივდივარ იმასთანაო. ამ მანქანით არ უნ გამოვჩნდეო, ამას აქ დავტოვებო (მაღაზიაა, კამერები, მშვიდად ისემექნის ბიჭი) აგერ ტაქსის ველოდებიო, ამიყვანსო და დილას მარშუტკას გამოვყვებიო.
რო რამე მანქანა აქ ეყენებაო და მეც კოხტა ნამუსი მექნება და იმ ქალსაცაო.

მე რა ვქნა, შე კვდარძაღლო ვნებააშლილო კაცო, ეს სახელგატეხილი მანქანა რო მთელი ღამე ჩემი სახლის წინ უნ ეყენოს მეთქი? მაიტა მააშორე აქედანა თქო

ერთი წუთი, აქ არ მთავრდება

გავიდა, შევიდა მაღაზიაში. გამოდის მოაქვს კრუასანი სევენ დეიზი, ნატურალური წვენი, ბაუნტები.
ჩემი და ხაარო, ძმობას გაფიცებ ხმა არ ამოიღო მიმიხედე მაშინასაო.

ჰოდა ვზივარ, სასიქადულო მეპიშკის და ოქტანოლოგის წოდებას კიდევ ერთი მიაჩოთქეთ: ბოზი კაცების მანქანის ყარაული" - წერს ბელა მაღლაფერიძე.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები