"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა
"საქართველოზე ყვებოდა და ტიროდა..." - ამერიკელი ქალი, რომელმაც ემიგრანტ მამამთილს ოცნება აუსრულა
ცოტა ხნის წინ ერთ ქარ­თველ ემიგ­რანტზე - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძე­ზე გი­ამ­ბეთ, რო­მე­ლიც 1913 წელს, სრუ­ლი­ად ახალ­გაზ­რდა, 14 წლის ასაკ­ში რა­ჭი­დან ამე­რი­კა­ში აღ­მოჩ­ნდა, სა­დაც წლე­ბის შემ­დეგ პი­ტერ ჩიგ­ლო გახ­და. მას მერე სა­კუ­თა­რი ქვე­ყა­ნა აღარ უნა­ხავს, რა­საც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მწა­რედ გა­ნიც­დი­და. მან ამე­რი­კელ
ქალ­ბა­ტონ­ზე იქორ­წი­ნა, რო­მელ­თა­ნაც 10 შვი­ლი შე­ე­ძი­ნა.

ახლა სწო­რედ ამ თე­მას ვაგ­რძე­ლებთ და გი­ამ­ბობთ ქალ­ზე, რო­მელ­მაც მა­მამ­თი­ლის­თვის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის­თვის მი­ცე­მუ­ლი პი­რო­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში თა­ვი­სი მო­ნა­გა­რით - შვი­ლე­ბით და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­ვი­დო­და, უკვე მე­სა­მედ შე­ას­რუ­ლა. ბარ­ბა­რა დოდსო­ნი ახ­ლაც სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლებ­თან და შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბა. AMBEBI.GE მათ ქარ­თვე­ლი ნა­თე­სა­ვე­ბის დახ­მა­რე­ბით შეხ­ვდა და უკვე მათ­გან მო­ვის­მი­ნეთ ის­ტო­რია, რომ­ლი­თაც ცოტა ხნის წინ და­ვინ­ტე­რეს­დით და რომ­ლის გარ­შე­მოც ბევ­რი კი­თხვა გაგ­ვიჩ­ნდა. ქალ­ბა­ტონ­მა ბარ­ბა­რამ ყვე­ლა კი­თხვას გულ­წრფე­ლად, ხა­ლი­სი­თა და ემო­ცი­უ­რად - ცრემ­ლე­ბი­თაც კი უპა­სუ­ხა.

...ბარ­ბა­რას თქმით, მისი მა­მამ­თი­ლის - პარ­თენ ჩიკ­ვი­ლა­ძის ის­ტო­რია ამე­რი­კა­ში ასე და­წყე­ბუ­ლა: მშობ­ლე­ბი გარ­დაც­ვლია, რის გა­მოც, რა­ჭა­ში ვე­ღარ გა­ჩერ­და და ამე­რი­კა­ში ბი­ძაშ­ვილ­თან ერ­თად, 14 წლი­სა წა­ვი­და. თა­ვი­დან ალას­კა­ზე, ოქ­როს სა­ბა­დო­ში მუ­შა­ობ­და, სა­დაც ქარ­თვე­ლე­ბი გა­უც­ნია და მათ­თან ერ­თად სი­ეტ­ლში წა­სუ­ლა. იქ კა­ზი­ნო­ში თა­მა­შობ­და და მო­გე­ბუ­ლი თან­ხით ცხოვ­რობ­და, წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე ყო­ფი­ლა... მერე სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ა­ში და­უ­წყია მუ­შა­ო­ბა და ამის­თვის მი­ნე­სო­ტა­ში გა­და­სუ­ლა, სა­დაც მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე გა­იც­ნო.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები