10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული
10 ფილმი სიყვარულზე, რომელიც რეალურ ამბავზეა გადაღებული
ამჯერად „ფორტუნამ“ შეარჩია 10 ფილმი, რომელიც რეალურ ამბავზეა აგებული და სადაც სიყვარული მთავარი თემაა. ამ ფილმებში გადმოცემული სიყვარულის ისტორია რეალური ამბებიდან იღებს სათავეს და შესაძლოა, ბევრი მათგანის შესახებ არაფერი იცით.

კოკო შანელამდე / Coco Before Chanel

...

ესაა არის მოდის ფუძემდებლის კოკო შანელის ისტორია იქამდე, სანამ ის ცნობილი დიზაინერი გახდებოდა. ფილმში მოთხრობილია მოდის ფუძემდებლის რომანი ეტიენ ბალსანომთან და არტურ კეიპელთან. ლეგენდარული კოკოს როლს ეკრანზე ოდრი ტატუ ანსახიერებს.



მისს პოტერი / Miss Potter



ინგლისელი საბავშვო მწერლის ბეატრის პოტერის ისტორია, რომელიც XIX საუკუნის ქალების მსგავსად, არ ფიქრობდა წარმატებით გათხოვებაზე. მან ცხოვრების საკუთარი გზა აირჩია და ნამდვილი სიყვარულიც იპოვა. კინოსურათში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და ევან მაკგრეგორი ასრულებენ.



ჩემი ერთი კვირა მერლინთან / My Week with Marilyn


მერლინ მონროს ცხოვრების მცირე ეპიზოდი, როცა ის გადაღებებისთვის ლონდონში ჩადის. კინოვარსკვლავი მალევე უყვარდება რეჟისორის თანაშემწეს, კოლინ კლარკს, რომელიც მოგვიანებით წერს წიგნს „პრინცი, მოცეკვავე ქალი და მე“. ფილმში მთავარ როლებს მიშელ უილიამსი და ედი რედმეინი ასრულებენ.



ბეჯირაო მასტანი / Bajirao Mastani



ფილმი მოგვითხრობს ინდოელი სამხედრო მეთაურისა და მუსლიმი პრინცესას სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. როგორც ყველა ბოლივუდის ფილმში, აქაც სიყვარულს უამრავი გამოცდა ელის. კინოსურათში მთავარ როლს პრიანკა ჩოპრა ასრულებს.



ჰემინგუეი და გელჰორნი / Hemingway & Gellhorn



ფილმი ლეგენდარული მწერლის, ერნესტ ჰემინგუეისა და მისი მესამე ცოლის, სამხედრო ჟურნალისტის მარტა გელჰორნის სიყვარულის ისტორიას გვიყვება. ამ ფილმისთვის კლაივ ოუენი და ნიკოლ კიდმანი უამრავ ჯილდოზე იყვნენ წარდგენილნი.



ფრიდა / Frida



მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს ცხოვრების რთული ისტორია. ის თინეიჯერობის წლებში ავარიაში მოჰყვა და ბევრჯერ მოუწია ოპერაციის გადატანა. ერთი წლის განმავლობაში ის მიჯაჭვული იყო საწოლზე და სწორედ ამ დროს დაიწყო ხატვა. ფილმში მოთხრობილია ფრიდასა და დიეგო რივერას სიყვარულის ისტორია. ამ ფილმში შესრულებული
როლისთვის სელმა ჰაეკი ოსკარზე იყო წარდგენილი.



ჯული და ჯულია / Julie & Julia



ფილმი ბლოგერის, ჯული პაულის ისტორიას გვიყვება, რომელიც ცდილობს ცნობილი შეფ-მზარეულის, ჯულია ჩაილდის რეცეპტების მიხედვით 524 კერძი დაამზადოს. ამაში მას მეუღლე ერიკი ეხმარება. სწორდ ისე, როგორც თავის დროზე შეფ-მზარეულს მისი მეორე ნახევარი ეხმარებოდა. კინოსურათში მთავარ როლებს მერილ სტრიპი და ემი ადამსი ასრულებენ.



მემკვიდრეობის უფლება / Freeheld



ქალი პოლიციელის ლორენ ჰესტის ისტორია, რომელიც ახალგაზრდა ქალს, სტეისი ანდრეს ხვდება. მოულოდნელად ლორენი იგებს, რომ მძიმედაა ავად და ყველაფერი თავდაყირა დგება. კინოსურათში მთავარ როლებს ჯულიანა მური და ელენ ფეიჯი ასრულებენ.



თეთრი მასაი / The White Masai



ფილმი შვეიცარელი ქალბატონის ამბავს გვიყვება, რომელიც კენიაში მიემგზავრება და მასაის ტომის ბელადი უყვარდება. განსხვავებული ტრადიციები და ადათ-წესები ქალის ცხოვრებას სამუდამოდ ცვლის.



ზღვა შიგნიდან / The Sea Inside



ინვალიდის სკამს მიჯაჭვული რამონ სამპედროს ისტორია, რომლის ცხოვრებაში ორი ქალი გარდამტეხ როლს ასრულებს. ფილმს მიღებული აქვს „ოსკარი“ საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაში. კინოსურათში მათარ როლებს ხავიერ ბარდემი და ბელენ რუედა ასრულებენ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები