რა იმალება სინამდვილეში მეგან მარკლის უცვლელი დგომის მანერის მიღმა?
რა  იმალება  სინამდვილეში  მეგან  მარკლის  უცვლელი  დგომის  მანერის  მიღმა?
მეგან მარკლი სასექსის ჰერცოგინიის სტატუსით ხშირად ხვდება მედიის ყურადღების ცენტრში. გარდა იმისა, რომ მოდის ექსპერტები აქტიურად საუბრობენ მის ჩაცმულობაზე, ამჯერად საზოგადოების ყურადღება მეგანის დგომის უცვლელმა მანერამ მიიქცია, რომელზეც სხეულის ენის ექსპერტებიც ალაპარაკდნენ.



...მეგანი ხშირად ფიქსირდება ჯიბეში ჩაწყობილი ხელებით, რომელიც მის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.



აღნიშნული მანერა, სხეულის ენის ექსპერტების აზრით, ნიშნავს პიროვნების სურვილს რომ დამალოს ხელები, განსაკუთრებით მაშინ როცა ყურადღების ცენტრშია მოქცეული და სურს თავი კომფორტულად იგრძნოს.



„ეს ერთგვარი ჟესტია, რომელიც იმ ადამიანებს ახასიათებს, რომლებმაც არ იციან საზოგადოებაში როგორი პოზა შეარჩიონ ხელებისთვის“ - ნათქვამია სხეულის ენის ექსპერტის დასკვნაში.



თუმცა მეგანი საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და შესაბამისად, დგომის აღნიშნული მანერა შესაძლოა მხოლოდ და მხოლოდ ჩვევაა.



აღნიშნული მანერით პრინცი ჩარლზი და ჰარიც გამოირჩევიან, მაგრამ მეგანი პირველი ქალბატონია სამეფო ოჯახში, რომელიც ამგავრად ფიგურირებს საზოგადოებაში.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები