ვინ არიან, რა ეკრძალებათ და როგორ ცხოვრობენ ქართველი პრინცესები? "ფეხის ფეხზე გადადება არ შეიძლება"
ვინ  არიან,  რა  ეკრძალებათ  და  როგორ  ცხოვრობენ   ქართველი  პრინცესები? "ფეხის  ფეხზე  გადადება  არ  შეიძლება"
პრინ­ცე­სო­ბა­ზე ალ­ბათ ყვე­ლა გო­გო­ნას უოც­ნე­ბია, თუმ­ცა ეს ყვე­ლას ხვედ­რი არ არის. მარ­თა­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ნარ­ქია დიდი ხნის წინ დას­რულ­და, თუმ­ცა დღემ­დე ჩვენს გვერ­დით ცხოვ­რო­ბენ ბაგ­რა­ტი­ონ­თა შთა­მო­მავ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ნა­მედ­რო­ვე პრინ­ცე­ბი და პრინ­ცე­სე­ბი არი­ან. გვაქვს სა­მე­ფო კარი, გვქონ­და სა­მე­ფო ქორ­წი­ლი და ა.შ.

სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს რამ­დე­ნი­მე ქარ­თველ პრინცს, თუმ­ცა პრინ­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბად გვსმე­ნია. შე­საძ­ლოა გა­გიკ­ვირ­დეთ, მაგ­რამ ჩვენს ქვე­ყა­ნას ათამ­დე პრინ­ცე­სა ჰყავს, უფრო დე­ტა­ლუ­რად მათ შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფო კლუ­ბის სპი­კე­რი გა­ი­ოზ მა­მა­ლა­ძე ესა­უბ­რა.

...- ბა­ტო­ნო გა­ი­ოზ, ვინ არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრინ­ცე­სე­ბი და ვის შე­უძ­ლია გახ­დეს ამ
ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლი?

- პირ­ველ რიგ­ში მინ­და ვთქვა, რომ ყვე­ლა ქალ­ბა­ტო­ნი დე­დო­ფა­ლია და ყვე­ლა გო­გო­ნა პრინ­ცე­სა. თა­ვად ტი­ტულს რაც შე­ე­ხე­ბა, ეს დღეს უკვე სიმ­ბო­ლი­კაა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო მო­ნარ­ქის­ტუ­ლი ქვე­ყა­ნა აღარ არის. დღეს პრინ­ცე­სად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ყვე­ლა იმ გო­გო­ნას, ვი­საც ახლო ნა­თე­სა­ო­ბა აკავ­ში­რებს ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან. ჩვენ სულ რამ­დე­ნი­მე პრინ­ცე­სა გვყავს.

მთა­ვა­რი არის ქალ­ბა­ტო­ნი ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი, სა­მე­ფო ოჯა­ხის მე­თა­უ­რის, ნუგ­ზარ ბაგ­რა­ტი­ო­ნი გრუ­ზინ­სკის მე­უღ­ლე.


მათი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი ანა და მაია. ანას და მა­ი­ას ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, 15 წლის ირი­ნე, 11 წლის მა­რი­ა­მი და 11 წლის ანა.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ 1944 წელს ეს­პა­ნეთ­ში, ბაგ­რა­ტი­ონ-მუხ­რა­ნე­ლის შტოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ირაკ­ლი აირ­ჩი­ეს ეს­პა­ნე­თის ტახ­ტის მემ­კვიდ­რედ. ამ ოჯახს ჰყავს კი­დევ ორი პრინ­ცე­სა, და­ვით ბაგ­რა­ტი­ო­ნის და - მა­რი­ა­მი და ასე­ვე იო­ა­ნეს და. ასე­ვე იმე­რე­თის შტოს ჰყავს ორი პრინ­ცე­სა - ქე­თე­ვა­ნი და თა­მა­რი, რომ­ლე­ბიც უფრო ად­გი­ლობ­რი­ვი პრინ­ცე­სე­ბი არი­ან. კი­დევ ჩვე­ნი პრინ­ცე­სა არის ქრის­ტი­ნე ძი­ძი­გუ­რი, რო­მე­ლიც ეს­პა­ნე­თის მე­ფის ფი­ლი­პეს რძა­ლია.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები