გაჭირვებას გაქცეული ქართველები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ (6 ფოტო)
გაჭირვებას გაქცეული ქართველები, რომლებიც უცხო ქვეყანაში ვარსკვლავებად იქცნენ (6 ფოტო)
ქართველებს ხშირად საქართველოში არ აფასებენ და ბედის საძიებლად ნიჭიერი ადამიანები ქვეყნიდან მიდიან. მიდიან და საკუთარ ქვეყანაში დაუფასებლები, უცხოეთში უეცარ წარმატებას აღწევენ.



......ძალიან შორს რომ არ წავიდეთ, ამის გასახსენებლად მომღერალი ნათია თოდუა ავიღოთ - გოგონა, რომლის ნამღერიც მშობლიურ ქვეყანაში „ყალბად“ შეაფასეს, გერმანული ახალი ხმის გამარჯვებული გახდა. გერმანიაში ორი წლის წინ “ოპერის” პროგრამით ჩავიდა, რაც გერმანიაში ცხოვრებას და კონკრეტული ოჯახისთვის ბავშვების მოვლაში დახმარებას გულისხმობს. ამბობს, რომ გერმანულ “ვოისში” მონაწილეობა მას სწორედ ამ ოჯახმა შესთავაზა და ეს შეთავაზება  წარმატებულიც აღმოჩნდა. ნათია თოდუამ პროექტი მოიგო და ის გერმანიაში ნამდვილი ვარსკვლავი გახდა.



ალბათ, რომ არა საბერძნეთში წარმატებული მუსიკალური კარიერა, შეიძლება, დღეს თამთა გოდუაძე არც არავის სცოდნოდა და არც ქართული “იქს ფაქტორის” ჟიურის წევრობის სტატუსი რგებოდა პატივად. ის პოპულარული საბერძნეთში "Super Idol Greece"-ში მონაწილეობით გახდა. მუსიკალურ ტალანტ-შოუში მან მეორე ადგილი დაიკავა. თამთა საბერძნეთში ოჯახის დანგრევის შემდეგ წავიდა და დღეს ერთ-ერთი წარმატებული მომღერალია. განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები