ქართველი პოლიტიკოსი ქალი, რომლიც ყველანაირ სტერეოტიპს არღვევს (5 ფოტო)
ქართველი  პოლიტიკოსი  ქალი,  რომლიც  ყველანაირ  სტერეოტიპს  არღვევს   (5  ფოტო)
ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ცნობილი ქართველი დიზაინერის ავთანდილ ცქვიტინიძის მეუღლე, დიპლომატი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძეა.

ხათუნა ბოჰემურ ცხოვრებას თავს არიდებს და ინტერვიუებიც არ უყვარს, ის მხოლოდ საყვარელი საქმის კეთებით არის დაკავებული.

...საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გუშინ უკრაინის
დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ხათუნა თორთლაძემ სიტყვით მიმართა.

ხათუნას საზეიმო მიღებაზე ეცვა ულამაზესი ვარდისფერი კაბა, რომელიც ოფიციალური მიღებებისთვის, მითუმეტეს საქართველოში უჩვეულოა. ვარდისფერ კაბასთან, მას "ჰერმესის" ღია ყავისფერი ძვირადღირებული ჩანთა ეჭირა.

ფოტოებს  სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


"ეს საოცრებაა საგარეო საქმეთა მინისტრის სახე", "უკრაინას გაუმარჯოს, შენ კი ხარ ზეფირივით", "მშვენიერი ქალბატონი ხარ" - წერენ კომენტარებში.

ავთანდილმა და ხათუნა თორთლაძემ დაახლოებით 12 წლის წინ იქორწინეს. ხათუნა ბადრი პატარკაციშვილის დისშვილია.
წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. მათ ქალიშვილი, უმშვენიერესი ანასტასია ცქვიტინიძე ჰყავთ.

რაც შეეხება ხათუნა თორთლაძის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქმიანობს, ის იქ 15 წელზე მეტია მუშაობს და დიპლომატობის პარალელურად, ლექტორიც გახლავთ.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები