ახალგაზრდა ფერმერი ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს ონკოლოგიურ პაციენტებს ჩუქნის: "ეს არც რეკლამაა, არც აქცია - ბუნების საჩუქარია"
ახალგაზრდა ფერმერი ეკოლოგიურად სუფთა მოსავალს ონკოლოგიურ პაციენტებს ჩუქნის: "ეს არც რეკლამაა, არც აქცია - ბუნების საჩუქარია"
ახალგაზრდა ფერმერი ნოდარ ლატიბაშვილი თავის მოყვანილ უნიკალურ, ეკოლოგიურად სუფთა ხორბალს ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს ჩუქნის.
ნოდარს ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი მოჰყავს, რაც ბაზარზე დიდი იშვიათობაა. რაც მთავარია, არ იყენებს არავითარ ქიმიკატს. სწორედ ამ მოსავლისგან მიღებულ ხორბალს უთმობს ონკოლოგიურ
პაციენტებს.

არ იყიდება, ჩუქდება. ეს არის წითელი დოლის ხორბალი, შხამ-ქიმიკატებისა და ჰერბიციდის გარეშე მოყვანილი. მათთვის, ვისაც ონკოლოგიური პრობლემები აქვს და იყენებს ხორბლის ღივს ან ჯეჯჯილს. პაკეტში 2,2 კილოგრამი ხორბალია (ამაზე დიდი ) შეფუთვა ვერ ვიშოვე. შემეხმიანე და გადმოგცემთ.
...ეს
არც აქციაა, არც რეკლამა. ბუნების საჩუქარია“ - წერს ნოდარ ლატიბაშვილი.

ნოდარ ლატიბაშვილი ახალგაზრდა ფერმერია. ოჯახთან ერთად თბილსში ცხოვრობდა, თუმცა მას შემდეგ რაც ფერმერობას მიჰყო ხელი, საგარეჯოში გადასახლდა. მისი მეურნეობა ძალიან მრავალფეროვანია. აქვს ვენახი, მოჰყავს ძველი ქართული ჯიშის ხორბალი - წითელი დოლი. წელს გააშენა თხილი და მოიყვანა შვრია. რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი მოჰყავს, არ იყენებს შხამ-ქიმიკატებს. საგარეჯოში ნამჯის სახლი ააშენა, რომელიც სამომავლოდ აგროტურიზმისთვის არის განკუთვნილი.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები