ცნობილები, რომლებიც საკუთარი სიკვდილის გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილები
ცნობილები, რომლებიც საკუთარი სიკვდილის გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილები
შეთქმულების თეორიების მოყვარულებს სჯერათ, რომ ამ ადამიანებმა უარი თქვეს სახელსა და დიდებაზე, რათა წყნარად ეცხოვრათ. ამისთვის კი მათ, არც მეტი, არც ნაკლები - საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოაწყვეს...

პრინცესა დიანა

...

ლედი დი 1997 წელს პარიზში, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მის მანქანას პაპარაცები მისდევდნენ, რომლებმაც ფოტოკამერებით დეტალურად დააფიქსირეს კიდეც ავარიის შემზარავი კადრები.
თუმცა, ამ უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გაჩნდა ბევრი თეორია იმის შესახებ, რომ დიანა ცოცხალია.
ერთ-ერთი ვერსიით, პრინცესას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, რადგან ჩარლზთან განქორწინების შემდეგ თავისი ცხოვრებით „სამეფო ოჯახის რეპუტაციას ლახავდა“. ამიტომ დიანამ გადაწყვიტა, საკუთარი სიკვდილი „დაედგა“, შემდეგ კი პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა და ახლა მშვიდად ცხოვრობს. თანაც, თავის ვაჟებთან მუდმივად აქვს კავშირი.
ეს ვერსია სამეფო ოჯახმა ხმამაღლა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამით ვიღაც ცდილობს, მათ უბედურებაზე ფული იშოვოს.

ელვის პრესლი



მომღერლის თაყვანისმცემელთა დიდ რაოდენობას დღემდე მიაჩნია, რომ ელვისი ცოცხალია.
ამ ვარაუდის მიზეზი კი ელვის პრესლის ჩაკეტილი ცხოვრების სტილი და 1977 წელს მოულოდნელი გარდაცვალება გახდა.
მაშინ ყვითელი პრესა წერდა, რომ ელვისი ტიბეტში გაემგზავრა, რათა ნარკოდამოკიდებულება დაეძლია და სულიერი გაჯანსაღების გზას დასდგომოდა. იმასაც იუწყებოდნენ, რომ მომღერალს პოპულარობა და დიდება მობეზრდა, ამიტომ საკუთარი სიკვდილის ინსცენირება მოახდინა და ახლა სადღაც, მიყრუებულ ადგილას მშვიდად ცხოვრობს.
კიდევ ერთი პოპულარული ვერსიის ავტორია მწერალი ქალი გეილ ბრუვერ ჯორჯინო. როგორც ის ირწმუნება, ელვისს ნარკომაფია ემუქრებოდა, გამომდინარე იქიდან, რომ მომღერალი აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ნებაყოფლობითი აგენტი იყო და მათთვის ნარკოდილერების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. ამიტომ გფბ-მ ელვისი მოწმეთა დაცვის პროგრამაში შეიყვანა და გადამალა.



მაიკლ ჯექსონი



პოპ-მუსიკის მეფე 2009 წელს მედიკამენტოზური ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. თუმცა მომღერლის თაყვანისმცემლები დარწმუნებულები არიან, რომ მეფეს საკუთარი სიკვდილის ინსცენირებისთვის ბევრი მიზეზი ჰქონდა.
ის არაერთხელ დაადანაშაულეს პედოფილიაში; ამასთანავე, მას ჰქონდა უამრავი ვალი, ჯანმრთელობა კი აღარ უწყობდა ხელს ძველებური აქტიური საკონცერტო მოღვაწეობისთვის.
მის ფანებს სჯერათ, რომ
ჯექსონი კვლავაც წერს სიმღერებს და ამით შოულობს ფულს. თანაც, მათივე ვარაუდით, ნათესავებსაც ეკონტაქტება.
2016 წელს მომღერალი თითქოს თავისი ქალიშვილის - პერის ჯექსონის სელფის კადრში „აღმოაჩინეს“, რომელიც გოგონამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა. „გაცოცხლებულ“ კერპზე ინფორმაციამ მაშინ დიდი რეზონანსიც გამოიწვია.

თუფაქ-შაკური



რეპის ლეგენდა 1996 წლის 7 სექტემბერს ლას-ვეგასში, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. მისი ფანებისთვის ეს ამბავი იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ იქვე გაჩნდა ვერსიები სიკვდილის ინსცენირების შესახებ.
მათი ვარაუდით, თუფაქს მაფიასთან ჰქონდა კავშირი და 25 წლის ასაკში უკვე ბევრი მტრის გაჩენა მოასწრო, ამიტომ რაღაც დროით გაუჩინარდა და ისევ დაბრუნდება. ამ ვერსიის გასამყარებლად რეპერის სიმღერის ტექსტებიც მოჰყავთ, სადაც ის ხშირად იმეორებს: „მე დავბრუნდები“.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები