მეგან ამრკლმა და პრინცმა ჰარიმ ზოგიერთი საჩუქარი უკან დააბრუნეს
მეგან  ამრკლმა  და  პრინცმა  ჰარიმ  ზოგიერთი  საჩუქარი  უკან  დააბრუნეს
ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, ქორწილის ცერემონიამდე, პრინცმა ჰარიმ და ჰერცოგინია მეგანმა სტუმრებსა და თაყვანისმცემლებს სთხოვეს, მათთვის საჩუქარი არ ეჩუქებინათ და ამის ნაცვლად, შესაძლებლობის ფარგლებში, ნებისმიერ საქველმოქმედო ფონდს დახმარებოდნენ.


ამის მიუხედავად, უამრავმა ბრენდმა გადაწყვიტა, ქორწილის დახმარებით, რეკლამა გაეკეთებინათ და საკუთარი პროდუქცია ახალდაქორწინებულებს მაინც უსახსოვრეს. უცნობებისგან გამოგზავნილმა საჩუქრებმა კენსინგტონის სასახლე გაავსეს! მათმა საერთო ღირებულებამ 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა!
...





სასახლის წესების გათვალისწინებით, სამეფო ოჯახის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ, უცნობებისგან საჩუქარი მიიღონ. აკრძალვა უსაფრთხოების მიზეზითაც არის დაწესებული. საბოლოოდ ჰარისა და მეგანს საჩუქრების უკან დაბრუნება მოუწიათ, ინფორმაცია კენსინგტონის სასახლის ოფიციალურმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები