ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ჟურნალისტები (7 ფოტო)
ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ჟურნალისტები  (7  ფოტო)
საქართველოში უამრავი ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ჟურნალისტია, რომლებიც მუშაობენ ტელევიზიაში, რადიოში, ბეჭდვით თუ ონლაინ გამოცემებში.

ბევრი მათგანი კადრს მიღმა რჩება, არადა ნამდვილად დაამშვენებდნენ ეკრანს და ალბათ ბევრი მაყურებლის გულსაც მოიგებდნენ.

...ჩვენ შევეცდებით მომხიბვლელი ქართველი ჟურნალისტები გაგაცნოთ. სიაში ისეთებიც არიან, რომლებიც ტელევიზიაში საქმიანობენ და ეკრანზე გამოჩენაც უწევთ ხოლმე, თუმცა არ არიან გადაცემის ან თუნდაც საინფორმაციო გამოშვების წამყვანები. ცნობილ ტელესახეებს ამ შემთხვევაში განზრახ ავუვლით გვერდს და ისეთებს წარმოგიდგენთ, რომლებიც ასე ვთქვათ თვალს ეფარებიან.

ბუნებრივია აქ ყველას ვერ ჩამოვთვლით (ამიტომ მეორე ნაწილიც მალე იქნება), ჩვენი ეს ერთგვარი რეიტინგიც სუბიექტურია და რაიმე ობიექტურობასა თუ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია ვერ ექნება:
ყველაზე მეტს ალბათ იმაზე დაობენ, გემოვნებაზე დაობენ თუ არა…

ჩვენს რადიოჰოლდინგშიც არიან უმშვენიერესი ჟურნალისტები, მაგრამ მიკერძოების თავიდან ასაცილებლად ისინი ქვემორე ჩამონათვალში არ იქნებიან.

მაშ ასე, ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ჟურნალისტები.



ნინი გოგოლაძე
ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის დღის” პროდიუსერი

5 წელია ჟურნალისტიკაშია.
ვისაც არ უნდა კითხოთ, ყველა ამბობს, რომ ძალიან მაგარი გოგოა…






თაკო გუნთაიშვილი
“ლილო ტვ”, ჟურნალისტი



მუშაობა დაიწყო 2014 წელს დილის გადაცემის წამყვანად. მეორე წელია, რაც “ლილო მოლისა და “ლილო ტვ”-ის თანამშრომელია. თუმცა თავს ჟურნალისტს არასოდეს უწოდებს და ყოველთვის ამბობს, რომ წამყვანია და არა ჟურნალისტი.

ბავშვობიდან მსახიობობაზე ან მოდელობაზე ოცნებობდა, ჟურნალისტობაზე არასოდეს უფიქრია. ამიტომ საქართველოში რომელიმე ტელეარხზე მუშაობის განსაკუთრებული სურვილი არ აქვს. თუმცა სიამოვნებით იქნებოდა “ვოგის” ჟურნალისტი.

„ყველაზე მეტად მიყვარს იმ საქმის კეთება, რაც სიამოვნებას განიჭებს, არ გღლის და მოვალეობის გამო არ აკეთებ.
არ აქვს მნიშვნელობა სამსახური იქნება, პირადი ურთიერთობები თუ ა.შ.“


მარი მჭედლიშვილი
ტელეიმედისა და მაესტროს ჟურნალისტი



პირველი კურსიდან სტაჟიორად მუშაობდა ერთ-ერთ რადიოში. ფაქტობრივად, 8-წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ოფიციალურად, 4 წელია ჟურნალისტია.

„ჩემი Dream job ჟურნალისტიკას არ უკავშირდება და, ამ ეტაპზე, ამას საიდუმლოდ დავტოვებ…“ – არ მალავს მარი.

ყველაზე მეტად
კი მოგზაურობა უყვარს. ბოლო წლებია შვებულებას იმიტომ ელოდება, რომ სამოგზაუროდ წავიდეს. ყველაზე ბედნიერი სწორედ ასეთ დროს არის. ანუ გამოდის, რომ ახლა ბედნიერია, რადგან ამჟამად რომშია და ჩვენი რეიტინგის შესახებაც იტალიაში შეიტყობს.

და კიდევ: მეგობრები ღია ფერის გრძელი თმისა და ცხოვრების სტილის გამო პრიცენსას (პრინცეს) ეძახიან.




თამუნა გაბელაია
რუსთავი 2, გადაცემა „სილამაზის ფორმულა“ ჟურნალისტი

ჟურნალისტიკაში დაახლოებით 10 წლის წინ მოვიდა, უმუშავია ჟურნალისტად, რადიოწამყვანად, შემდეგ ტელევიაში გადავიდა.

ყველაზე მეტად BBC-ში მუშაობა უნდა, იქ ნებისმიერ პოზიციაზე თანახმაა.

უყვარს, როდესაც ბედნიერია და მის გარშემო ბევრი ბედნიერი ადამიანი.

ყავს ორი ვაჟი: დათი (მეგობრები ამ ბავშვს კაცობრიობის მოვლენას ეძახიან) და თორნიკე.






სალი კიპაროიძე
Adjaranet.com, გადაცემა “We Trip”-ის აღმასრულებელი პროდიუსერი

ჟურნალისტიკას 7 წლის წინ შეეხო, მას შემდეგ არასოდეს უფიქრია სხვა პროფესიაზე. მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიებსა და გამოცემებში.

დიდი სიამოვნებით იმუშავებდა BBC-ის დოკუმენტურ ფილმებზე.

„ჭამა, სექსი, ჩემი საქმე და სიამოვნების მიღება ყველაფრისგან მაქსიმალურად, რასაც ცხოვრება მაძლევს“.






ლიკუნა წიქარიშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა “მარტივი ლოგიკის” აღმასრულებელი პროდიუსერი

7 წელია ჟურნალისტიკაშია.

იმუშავებდა ნებისმიერ ცნობილ და რეიტინგულ ტელევიზიაში, ოღონდ მხოლოდ ტელევიზიაში უნდა მუშაობა.

„ცხოვრებაში ყველაზე მეტად მიყვარს ის აქტიური ცხოვრების წესი, რომლითაც ვცხოვრობ.
ჯანსაღი ცხოვრება, აქტიური, ემოციებით დატვირთული სამუშაო გრაფიკი და რაღა თქმა უნდა შოპინგი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია“.





ანო თაკალანაძე
პირველი არხი, წამყვანი, ჟურნალისტი

5 წელია ტელევიზიაში მუშაობს და სიამოვნებით მიიღებდა ამ მხრივ გამოცდილებას საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგალითად, ბრიტანეთში. იმუშავებდა როგორც რადიოში, ისე ტელევიზიაში.

„ცხოვრებაში ყველაზე მეტად მგონია, რომ პროფესიაში გამიმართლა და ყველაზე მეტად ჩემი საქმის კეთება მიყვარს“.





FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები