3 ყველაზე უიღბლო და უბედური ზოდიაქოს ნიშანი
3 ყველაზე უიღბლო და უბედური ზოდიაქოს ნიშანი
ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა სტატისტიკური მონაცემებით 3 ყველაზე უბედური ზოდიაქოს ნიშანი გამოავლინეს.

თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ზოგიერთი ადამიანი ბედნიერებისთვისაა დაბადებული, ზოგი კი ამ უნარს მოკლებულია. გაიგეთ ვინ არიან ისინი და რაში მდგომარეობს მათი უბედურება:

...3. ქალწული

ქალწული საკმაოდ დაძაბული და მობილიზებული ზოდიაქოს ნიშანია. მას ნამდვილად არ აწყენდა თუ მოდუნდება, ზედმეტ შფოთს გვერდზე გადადებს და არც ზედმეტი პასუხისმგებლობით დაიტვირთავს თავს. რომ არა რთული ხასიათი, ქალწულებს ნამდვილად შეეძლოთ ბედნიერები ყოფილიყვნენ.

მსხვერპლის როლსაც თავად ირგებენ, თავს ზედმეტად იტანჯავენ და
შემდეგ ამ ჯვარს მთელი ცხოვრება ატარებენ.

სამართლიანად რომ ვთქვათ
ქალწულებს ბედი არ სწყალობთ და სწორედ ამის მიზეზია მათი მძიმე და შრომატევადი ცხოვრება.

2. კირჩხიბი

ბედნიერი ცხოვრებით ვერც კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები დაიკვეხნიან. მათ ბევრი ფსიქოლოგიური პრობლემა აწუხებთ, არიან ეჭვიანები. კირჩხიბებს ხშირად ეპარებათ ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებსა და ძალებში. უკმაყოფილოები არიან გარეგნობით.

ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ადვილად იძენენ მავნე ჩვევებს, გადაჩვევა კი ძალიან უჭირთ. ხასიათი ხელს არ უწყობს ადამიანები მართოს, ხშირად იძულებულია ქვეშევრდომი იყოს, რაც მის თავმოყვარეობაზე უარყოფითად აისახება და აუბედურებს.

არც ოჯახში გამოირჩევიან პირველობით და ამ ყველაფერს ეს ფაქტიც ერთვის.

1. თევზები

10 000 გამოკითხულიდან ყველაზე მეტი უბედური თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები აღმოჩნდა. მათი უმრავლესობა ინტრავერტი და საკუთარ თავში ჩაკეტილია. თევზების თვითშეფასება ხშირად თვითკრიტიკითა და თვითგვემით სრულდება.

მისი ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ არ სჯერა საკუთარი თავის. თევზებს არ ჰყავთ გვერდით ადამიანი, რომელიც გამუდმებით შეაქებს, უბიძგებს, მიუთითებს და დაეხმარება. ხშირად მათი არავის ესმის, განსაკუთრებით მათ ვინც მიწაზე მყარად დგას.

ამ თვისებებიდან გამომდინარე თევზები იშვიათად პოულობენ მონათესავე სულებს და ცხოვრებას მარტოობაში ატარებენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები