ლოცვა ,,მამაო ჩვენო”-ს საიდუმლო, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
ლოცვა ,,მამაო ჩვენო”-ს საიდუმლო, რომლის შესახებაც ბევრმა არ იცის
ლოცვა “მამაო ჩვენო” – ეს სიტყვები არა მხოლოდ მთავარია ნებისმიერი ქრისტიანისთვის, არამედ მასში ფარული აზრია ჩადებული, ღმერთის და გარე სამყაროს შემეცნება.

“მამაო ჩვენო” ერთადერთი ლოცვაა, რომელიც დაწერილი არ არის წმინდანების, ან ჩვეულებრივი ადამიანების მიერ, არამედ კაცობრიობას თვითონ ქრისტემ აჩუქა. სწორედ ამაშია მისი უდიდესი ძალა. ლოცვის ტექსტი ასე ჟღერს:

......მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,
წმიდა იყავნ სახელი შენი,
მოვედინ სუფევა შენი,
იყავნ ნება შენი,
ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა,
პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს
და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი,
ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა
და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა,
არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
ამინ


ეს სიტყვები მთელ ადამიანურ მოთხოვნილებებს და სულის გადარჩენისათვის მისწრაფებებს ასახავს. ამ ლოცვის აზრი და საიდუმლო იმაშია, რომ ის უნივერსალური ღვთის სიტყვაა, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საკუთარი გზის დასალოცად, ასევე ბოროტისგან, ავადმყოფობისგან და ნებისმიერი უბედურებისგან დასაცავად.

ქრისტიანები ხშირად ამბობენ, რომ “მამაო ჩვენოს” კითხვამ, ცხოვრების ყველაზე საშიშ წუთებში შეიძლება ადამიანი უბედურებას გადაარჩინოს . ამ ლოცვის მთავარი საიდუმლო მის ძალაშია. გამოუვალი მდგომარეობის და სასიკვდილო საფრთხის დროს ყოვლისშემძლე სტროფების წარმოთქმა -ყველაზე კარგი მომენტია.

არსებობს გადარჩენის ცნობილი ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს, ვინმე ალექსანდრეს მიერ ცოლისადმი მიწერილ წერილშია მოთხრობილი. წერილმა ადრესატამდე ვე მიაღწია, რადგან ჯარების დისლოკაციის ერთ-ერთ ადგილას იქნა აღმოჩენილი. მამაკაცი ყვება, რომ 1944 წელს დაჭრილი ფეხით სახლში იწვა, რა დროსაც ფეხის ხმა და გერმანული საუბარი გაიგო. ” მივხვდი, რომ მომკლავდნენ. ჩვენები ახლოს იყვნენ, მაგრამ ვერ მომისწრებდნენ, განძრევა არ შემეძლო და აღარაფერი დამრჩენოდა გარდა იმისა, რომ მელოცა. მათ მე დამინახეს, ძალიან შემეშინდა, მაგრამ ლოცვა განვაგრძე. გერმანელს ტყვიები
არ აღმოაჩნდა, მან მეგობარს რაღაც გადაულაპარაკა, ისინი გაიქცნენ, თუმცა მანამდე ხელყიმბარა მომიგდეს ფეხებთან ისე, რომ ვერ მივწვდენოდი. როცა ლოცვის ბოლო სიტყვები წარმოვთქვი, მივხვდი, რომ ყუმბარა არ აფეთქდა. “.

ასეთი ისტორიები მსოფლიომ უამრავი იცის. ლოცვა შველოდა ტყეში დაკარგულ ადამიანებს, რომლებსაც გზაზე მგლები გადაეყრებოდნენ, ისინი მათ არ ეკარებოდნენ, ლოცვა სწორ გზაზე აყენებდა ქურდებს და ბანდიტებს, რომლებიც ნაძარცვს და ნაქურდალს უკან აბრუნებდნენ, თან მოსანანიებელ წერილებსაც ტოვებდნენ. ეს წმინდა ტექსტი ადამიანს იცავს ცეცხლისგან, ქარისგან, სიცივისგან და სხვა შემთხვევებისგან, რომლებიც შეიძლება სიცოცხლეს დაემუქრონ.

თუმცა ამ ლოცვის მთავარი საიდუმლო მხოლოდ უბედურების დროს არ ვლინდება. იკითხეთ “მამაო ჩვენო” ყოველდღე და ის თქვენს ცხოვრებას სინათლით და სიკეთით აავსებს. მადლობა მოუხადეთ უფალს, რომ ცოცხლები ხართ, და ჯანრთელები და ბედნიერები იქნებით მუდამ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები