საინტერესო ფაქტები ჩვენი საყვარელი ფილმების შესახებ, რომელიც რეჟისორებმა გაამხილეს
საინტერესო  ფაქტები  ჩვენი  საყვარელი  ფილმების  შესახებ,  რომელიც  რეჟისორებმა  გაამხილეს
ფილმების გადაღებისას ხდება უამრავი საინტერესო ფაქტი, რომლის შესახებ მაყურებელმა არაფერი იცის. ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული ფილმის უცნობ და საინტერესო ფაქტს, რომელიც აქამდე არ იცოდით.


ფილმში ნათლია, არც ერთხელ არის გამოყენებული სიტყვა მაფია
...

ალფრედ ჰიჩკოკის ფსიქო პირველი ამერიკული ფილმია, სადაც მაყურებელმა კინოეკრანებზე პირველად ნახა ტუალეტის ჩარეცხვის კადრი


Paranormal Activity ერთ-ერთი ფილმია, რომელმაც ფილმის შემქმნელებს დიდი ბიუჯეტური წარმატება მოუტანა. მისი გადაღება 150,000 დოლარი დაჯდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფილმი კინოწარმოებაში ჩაეშვა, მისმა შემოსავალმა 193 მილიონს გადააჭარბა.


მაგრამ აი ტიტანიკის გადაღება იმაზე ძვირი დაჯდა, ვიდრე თავის დროზე გემში გადაიხადეს.


სანამ თქვენ იურიული პერიოდის პარკს უყურებთ და ტკბებით სპეცეფექტებით, გაფორმებებით და რეჟისორული ნამუშევრით, გეტყვით რომ დინოზავრების ხმა რეალურად ორი კუს სექსია, რომელიც სპეციალურად ამ ფილმისთვის ჩაიწერა.


დარწმუნებული ვართ, ოდესმე თქვენს მიგიმსგავსებიათ, თუმცა ახლა ზუსტად იცოდეთ, რომ ვარსკვლავური ომების იოდა ალბერტ აინშტაინის პროტოტიპია.


მიუხედავად იმისა, რომ ფილმზე რეჟისორს, მსახიობებს და შემოქმედებით ჯგუფს ურთულესი სამუშაო ჰქონდათ, მაინც მოხერხდა და ბერდმენი ზუსტად 30 დღეში გადაიღეს.


ფილმისთვის უოლ სტრიტის მგელი, მსახიობმა ჯონ ჰილმა იმდენი ყალბი კოკანი შეიყნოსა, რომ საბოლოოდ ბრონხიტი დაიმართა და ხანგრძლივი მკურნალობაც დასჭირდა.


პროფესიისთვის არანაკლებ თავგანწირულია კევინ სპეისიც. მან ფილმისთვის The usual suspects თითები წებოთი შეიერთა, რომ მისი პარალიზებული ხელი მაყურებლისთვის უფრო მარტივად აღსაქმელი და თვალსაჩინო ყოფილიყო.


“Here is Johny” მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ფრაზაა, თუმცა ამ სცენის გადაღებისას გადამღებმა ჯგუფმა ძალიან იწვალა. ზუსტად 3 დღე დასჭირდა ჯეკ ნიკოლსონს, რომ ეს ფრაზა ყველაზე შთამბეჭდავად ეთქვა და ზუსტად ამისთვის გადასაღებ მოედანზე დასამტვრევი კარი 60-ჯერ გამოცვალეს.


კარიბის ზღვის მეკობრეების მე-4 ნაწილის გადაღებებისას პენელოპა კრუზი ფეხმძიმედ იყო. ამის გამო მსახიობს ხშირად ცვლიდა უმცროსი და მონიკა კრუზი.


“ნათლიაში” საკვანძო სიტყვამ
❝მე მას ისეთ რამეს შევთავაზებ , რაზეც უარს ვერ იტყვის❞ უამრავი ჯილდო მოუტანა ფილმს.


ფაქტები ფილმებზე



ფილმ “უცხოში” უცხოპლანეტელების კოსტუმები გაკეთებული იყო პლასტილინითა და მანქანის ნაწილებით.


ჯეიმს კამერონს “ავატარის გადაღება ბევრად უფრო ადრე სურდა , თუმცა არ მოიძებნა არცერთი სტუდია , რომელიც ფილმს დააფინანსებდა 400 მილიონი დოლარით.


კვენტინ ტარანტინო “უსახელო ნაბიჭვრების” სცენარზე 10 წელი მუშაობდა.


“შავ გედში” მერილ სტრიპი მოიაზრებოდა ნინას (ნატალი პორტმანის) დედის როლზე.


ფილმ “დასაწყისში” არტურის როლზე ფაქტიურად ჯეიმს ფრანკო იყო დამტკიცებული , თუმცა გაუთავებელი კონფლიქტების გამო მსახიობი სასწრაფოდ შეცვალეს.


ფილმში “მილიონერი გარეუბნიდან” მერსედესის მარკის მანქანა რამოდენიმეჯერ ჩანს ,თუმცა არცერთს არ აქვს მერსედესის სიმბოლო. დენი ბოილიმ (რეჟისორმა) განაცხადა , მსგავსი სიმბოლოები ხელს შეუშლიდა ფილმს წარმატებაში.


“ბეჭდების მბრძანებელში” არაგონის როლი უნდა შეესრულებინა 26 წლის სტიუარდ თაუნსენდს , თუმცა პიტერ ჯექსონმა ის გადაღებების დაწყებამდე 6 კვირით ადრე გაუშვა და ახალგაზრდა 50 წლის ვიგო მორტენსენით შეცვალა.


“გლადიატორში” ლუსიას ბეჭედი ანტიკურ მაღაზიაში რამოდენიმე წლით ადრე ფილმის გადაღებამდე რიდლი სკოტმა იყიდა.


“მეფე ლომი” ყველა დროის ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმია. მოპოვებული აქვს 2 ოსკარი და imdb.com-ის ყველაზე მაგარი ფილმების ტოპ 1000-ში 55-ე ადგილზეა.


“ქალი შავებში” დენიელ რედკლიფის შვილი სინამდვილეში მსახიობის ნათლულია.


ფილმი ამელიე ავსტრალიაში ყველაზე ყურებადია.


მილიონ დოლარიანი გოგონა სამ მოთხრობაზეა აგებული.


ქრისტეს ვნებანი მსოფლიოს ყველაზე დიდ შემოსავლიანი რელიგიური ფილმია.


“ქრისტეს ვნებანში” ქრისტეს როლის შემსრულებელს ჯიმ ქავიზელს რამოდენიმე ქვეყანაში იესოს ეძახდნენ. ამის გამო მსახიობი დეპრესიაში ჩავარდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები