'ქუნქურის' ალტერნატიული ფორმები აპკის შესანარჩუნებლად, შემდეგ მოტყუებული პარტნიორი და “აწყობილი” ოჯახი
'ქუნქურის'  ალტერნატიული  ფორმები  აპკის  შესანარჩუნებლად, შემდეგ მოტყუებული პარტნიორი და “აწყობილი” ოჯახი
სექსის უამრავი ფორმა არსებობს და მნიშვნელობა არა აქვს, რომელი ფორმის სექსი აქვს ადამიანს, სექსი სექსია. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ანალური სექსის ქონას და აპკის შენარჩუნებას “მე არ ვთვლი, რომ სექსი მქონდას” უწოდებენ. ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში აპკის ქონას ღირსების ნიშანია და ყველა “უაპკო” გოგო უღირსი, არ არის მხოლოდ მამაკაცების ბრალი. ეს შეხედულება ჩვენგან, ქალებისგან, მოდის და ჩვენვე ვაწესებთ სტანდარტებს, რომლებითაც მამაკაცები გვაფასებენ. ქალების ნაწილი გაბედულია და არ მალავს სექსუალურ გამოცდილებას, არც სექსის ალტერნატიულ ფორმებს მიმართავს აპკის შესანარჩუნებლად. ნაწილს აპკი მიაჩნია ღირსებად და გათხოვების მომენტში “ქალიშვილია” საკმაოდ დიდი სექსუალური გამოცდილებით. ოჯახები იქმნება და ინგრევა, ინგრევა წყვილებში დაბალი ინტიმურობის და სულიერი სიახლოვის გამო. ურთიერთობა, რომელიც ტყუილით იწყება, ძნელია შესანარჩუნებელია. სექსის ალტერნატიული ფორმები აპკის შესანარჩუნებლად, შემდეგ მოტყუებული პარტნიორი და “აწყობილი” ოჯახი – ასეთი ქალები შემდგომში ყველაზე მკაცრი შემფასებლები არიან სხვისი ღირსების. ჩვენ, ქალები, ვქმნით ამინდს, რომლის მიხედვითაც გვექცევიან მამაკაცები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ “აპკიანი” ქალი არის ღირსეული და ყველა, ვინც აპკის გარეშე აპირებს
ბედნიერი იყოს, განწირულია. ამიტომაც დღეს საქართველოში მამაკაცი ირჩევს ქალს,რომელსაც ექნება აპკი და პირველი სექსის დროს ტკივილისმიერი შოკისა და სისხლდენის მაღალი რისკი… ესეც ჩვენიდან მოდის, ქართველი გოგონების 90% აინტერესებს, აპკი მთელი აქვს თუ არა, ანუ აპკს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებთ ქალები. ქალის ღირსება არ არის აპკი, აპკი ყოველგვარი დანიშნულების გარეშე შემორჩენილი რუდიმენტია, ისეთივე როგორც აპენდიქსი, რომლის არ ქონაც არ ნიშნავს უღირსობას. ის, თუ როგორ გვაფასებენ სხვები, გამომდინარეობს ჩვენგან. როცა ქალს უაპკობა მიაჩნია ნაკლად, ირგვლივ მყოფებიც ნაკლად აღიქვამენ ამას. ღირსება ეს საკუთარი თავის პატივისცემა, სხვების პიროვნების და უფლებების 100% პატივისვემა და საკუთარ საქციელზე პასუხისგება. აპკის მქონეც და აპკის გარეშეც თქვენ ისევ ის პიროვნება ხართ, აპკი არ ცვლის არაფერს. ასე რომ, ქალბატონებო, პატივი ეცით საკუთარ თავს, სხვებს და პასუხი აგეთ საკუთარ სურვილებსა და საქცილებზე.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები