8 ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებით - რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?
8 ტყუილი, რომელსაც საკუთარ თავს ვეუბნებით - რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში?
მატყუარები არავის უყვარს. საშინელი შეგრძნებაა იმის გაცნობიერება, რომ მოგატყუეს. სიმართლე ის არის, რომ მიუხედავად ამისა, ჩვენ თვითონვე ყოველ დღე ვატყუებთ საკუთარ თავს.

ვნახოთ ყველაზე პოპულარული ტყუილები, რომლებსაც საკუთარ თავს ვეუბნებით ისე, რომ ვერც ვაცნობიერებთ.თუ ამას გააანალიზებთ, ცხოვრება გაცილებით გაგიმარტივდებათ და რეალობის აღქმა არ გაგიჭირდებათ.

...
1. „მე ჩემი წარსულის მსხვერპლი ვარ“ - თქვენ არ ხართ თქვენი წარსულის მსხვერპლი, თქვენ იმ აწმყოს მსხვერპლი ხართ, რომელიც წარსულის გამო შეიქმენით. წარსული იქამდე მოახდენს უარყოფით გავლენას თქვენს ცხოვრებაზე, სანამ ამის ნებას მისცემთ.


2. „ამ საქმისთვის უკვე ასაკოვანი ვარ“ - არ არსებობს ისეთი საქმე, რომლისთვისაც ასაკოვანი ხართ და არასოდესაა რაიმე საქმის დაწყება გვიანი. ნელსონ მანდელა 76 წლის ასაკში გახდა პრეზიდენტი, ლეონარდო და ვინჩიმ 51 წლის ასაკში დახატა მონა ლიზა, კოლონელ სანდერსმა KFC 61 წლის ასაკში გახსნა. გახსოვდეთ, რომ გვიანი არასოდესაა.


3. „ფულს არ ვუყვარვარ“ - რაიმე საქმის წამოწყების წინ წინასწარვე ნუ იტყვით, რომ ეს საქმე წარუმატებელი იქნება, ნუ გექნებათ წარუმატებლობის, მარცხის მოლოდინი. მიეცით თქვენ თავს უფლება იოცნებოთ უკეთესზე. მთავარ ამოცანად
წარმატების მიღწევა დაისახეთ და ნახავთ, რომ ფული შეგიყვარებთ.


4. „როცა მივაღწევ, მხოლოდ მაშინ ვიქნები ბედნიერი“ - ნამდვილი ბედნიერება არ მოაქვს მიზნების მიღწევას. ნუ წაუყენებთ საკუთარ თავს ულტიმატუმს. უბრალოდ იყავით ბედნიერი.


5. „მოგვიანებით გავაკეთებ“ - ყველაზე პოპულარული ტყუილი, რომელსაც ხშირად ვეუბნებით საკუთარ თავს. როგორც წესი, მოგვიანებით აღარ ვაკეთებთ ხოლმე ამა თუ იმ საქმეს. ნუ დაელოდებით საუკეთესო მომენტს, გააკეთეთ ახლავე.


6. „წარუმატებელი ვარ, არაფერი გამომდის“ - ის, რომ რაღაც საქმე არ გამოვიდა, არ ნიშნავს, რომ წარუმატებელი ხართ და ცხოვრებაზე ხელი უნდა ჩაიქნიოთ. ამ ტყუილით საკუთარ თავს დანებებისკენ უბიძგებთ და ბრძოლის უნარს კარგავთ.


7. მე ვერავინ მიგებს - ადამიანთა დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მას ვერავინ უგებს. შეწყვიტეთ საკუთარი თავის მოტყუება. იმის გამო, რომ რაღაც საკითხებში არ გეთანხმებიან, არ ნიშნავს, რომ ვერ გიგებენ.


8. „მე ყველა არ ვარ, სხვების მსგავსად ვერ მოვიქცევი წარმატების მისაღწევად“ - ყველა განვსხვავდებით ერთმანეთისგან. სხვადასხვა შესაძლებლობები და პიროვნული მახასიათებლები გვაქვს. იფიქრეთ პოზიტიურად და მანტრად აქციეთ ფრაზა „თუ სხვებმა შეძლეს, მეც შევძლებ“.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები