ზედმეტსახელები, რომლებიც სამეფო ოჯახის წევრებს აქვთ და სასახლის გარეთ თითქმის ა რასოდეს ახმაურებენ
ზედმეტსახელები,  რომლებიც  სამეფო  ოჯახის  წევრებს  აქვთ  და   სასახლის  გარეთ  თითქმის ა რასოდეს  ახმაურებენ
მიუხედავად იმისა, რომ პროტოკოლი მკაცრად უარყოფს სამეფო ოჯახის წევრებისადმი ზედმეტსახელის საჯაროდ წოდებას, მათ იუმორს საზღვარი არ აქვს, როცა საყვარელ ოჯახს ეხება საქმე.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ქეით მიდლტონის ზედმეტსახელი, კემბრიჯის ჰერცოგინიას წმ. ენდრიუს სკოლაში საკუთარი გვინეური გოჭის სახელწოდებიდან გამომდინარე, Squeak - იგივე წრუწუნა შეარქვეს.

...აღსანიშნავია, რომ უილიამი ქეითს თოჯინას უწოდებს.

პრინცი უილიამი იხსენებს, რომ ლედი დაიანა მას ორი წლიდან Wombat-ს ანუ ვუმბატისებრთა ოჯახის წარმომადგენელს უწოდებდა, ცხოველი ჩანთოსანთა რიგის გახლავთ, ის ძირითადად ავსტრალიაში გვხვდება.

ბავშვობაში დედოფალი ელიზაბეტი საკუთარ თავს ტილაბეტს უწოდებდა, მოგვიანებით მას ოჯახის წევრები ლილიბეტით მოიხსენიებდნენ.

პრინც ჰარის მეგობრები სპაიკს უწოდებენ და რამდენიმე წლის წინ ის სწორედ ამ ზედმეტსახელით აღმოაჩინეს Facebook-ის სოციალურ ქსელში, რომელიც მალევე გაუქმდა.

რაც შეეხება მეგანსა და ჰარის, ისინი ერთმანეთსი მეგითა და ჰაზით მიმართავენ.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები