ქალი სიამოვნებით დაგთანხმდებათ 'ქუნქურზე' თუკი ამას შეახსენებთ
ქალი  სიამოვნებით  დაგთანხმდებათ  'ქუნქურზე'  თუკი  ამას  შეახსენებთ
გამოცემა Daily Mail საინტერესო კვლევის შედეგებს ავრცელებს.

მძიმე და დამღლელი სამუშაოს შემდეგაც კი სიამოვნებით თანხმდებიან ქალები სასიყვარულო ურთიერთობაზე, თუკი მათ შეახსენებთ, რომ სექსი კალორიების წვას უწყობს ხელს.

...
ექსპერიმენტის ავტორების მონაცემებით, გამოკითხული ქალების 76%-მა აღნიშნა, რომ სიამოვნებით აირჩევდნენ სექსს სპორტდარბაზში ვარჯიშის ნაცვლად, თუკი
დარწმუნებულები იქნებიან, რომ სექსის დროს ზუსტად იმდენივე რაოდენობის კალორია დაიწვება, რამდენიც ვარჯიშის დროს.


სხვათა შორის, მონაწილეთა უმეტესობამ აღიარა, რომ წონაში კლების მიზნით არა მხოლოდ სექსზე, არამედ სახლის საგულდაგულოდ დალაგებაზეც არ ამბობენ უარს.


რამდენიმე თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ნახევარსაათიანი სექსის დროს 200 კალორიამდე იწვება, ხოლო, თუკი აქტიური სექსით დაკავდებით, შესაძლოა, 350 კალორიასაც მოუღოთ ბოლო.
გარდა ამისა, ორგაზმის დროს გამოყოფილი ენდორფინების დახმარებით, სექსი აძლიერებს იმუნურ სისტემას და ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლაში.


ასე რომ, კაცებო, მეცნიერებმა ჯადოსნური სიტყვები გიკარნახეს, ხოლო რა ფორმით ეტყვით ამ სიტყვებს პარტნიორს, ისე, რომ ხაზი არ გაუსვათ მის ჭარბ წონას ან თუნდაც ზედმეტ რამდენიმე კილოგრამს, ეს უკვე თქვენს მჭევრმეტყველებაზეა დამოკიდებული.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები