მოდილიანის "მწოლიარე შიშველი ქალი" 170.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
მოდილიანის "მწოლიარე შიშველი ქალი" 170.4 მილიონ დოლარად გაიყიდა
იტალიელი მხატვრისა და მოქანდაკის, ამადეო მოდიალიანის შედევრი „მწოლიარე შიშველი ქალი“ ნიუ-იორკის "კრისტის" აუქციონზე რეკორდულ ფასად - 170,4 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1918 წელს შექმნილი ფერწერის სავარაუდო ღირებულება 100 მილიონი დოლარი იყო. ის აუქციიონზე პირველად გაიტანეს და მაშინვე რეკორდი მოხსნა.

როგორც წესი, აქამდე გაყიდული მოდილიანის ნახატების ღირებულება 71 მილიონ დოლარს არ აღემატებოდა.
"მწოლიარე შიშველი ქალის" მფლობელი ინკოგნიტო, ჩინეთის მოქალაქე გახდა.
მოდილიანის ნახატი აუქციონის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატების სამეულში მოხვდა. ყველაზე ძვირადღირებული ნახატების რანჟირებაში 1955 წელს შექმნილი, პაბლო პიკასოს "ალჟირელ ქალები" ლიდერობს, რომელიც კრისტის აუქციონზე 179 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
მთვლელები