"მის ბრიტანეთის" გარდაცვალების შემდეგ მისმა შეყვარებულმაც თავი მოიკლა (4 ფოტო)
"მის ბრიტანეთის" გარდაცვალების შემდეგ მისმა შეყვარებულმაც თავი მოიკლა   (4  ფოტო)
"მის ბრიტანეთი 2009" სოფი გრეიდონი გასულ თვეს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საკუთარ სახლში იპოვნეს. გოგონას ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ექსპერტიზის დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი სუიციდი იყო. ცოტა ხნის წინ კი სოფის შეყვარებულმა, 25 წლის აარონ არმსტრონგმაც თავი მოიკლა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეყვარებულის
დანაკარგისგან გამოწვეულ სტრესს ვეღარ უმკლავდებოდა.


აარონი, მას შემდეგ რაც სოფი გარდაიცვალა, ყოველ დღეს ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე შეყვარებულთან ერთად გადაღებულ ფოტოებს ტვირთავდა და ყოველ მათგანზე წერდა, რომ სოფი მისთვის მთელი სამყარო იყო და მის გარეშე ცხოვრება უჭირდა. ბოლო პოსტი კი ორი დღის წინ დადო, რომელსაც ასეთი ტექსტი ერთვის თან:
...
"ნეტავ შემეძლოს გულში ჩაგირკა, სოფი, წუთი არ გადის ისე, რომ შენი საოცარი ღიმილი არ დამიდგეს თვალწინ - ფოტო სურათებივით მიტივტივებს გონებაში თითოეული კადრი. ყოველი დღე, რომელიც ერთად გვაქვს გატარებული, იმდენად საოცარი იყო, რომ მათი უკან დაბრუნება მინდა. მე შენ მიყვარხარ ჩემო პრინცესა!"

მანამდე კი ერთ-ერთ პოსტში აქვს კიდეც მინიშნებული, რომ თვითმკვლელობას აპირებდა, რადგან ტექსტი ზუსტად ასე ეწერა: "მე მალე გნახავ ჩემო ანგელოზო, ლოგინი მზად დამახვედრე".




















FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები