'' 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში"
'' 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში"
ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ხალხს მიტოვებული სოფლის სახლების ყიდვისკენ მოუწოდებს. ყველამ ვიცით, რა ბედი ეწევათ სახლებს, რომელთა კარიც წლობით არ იღება. ამავე დროს ბევრს სოფელი არ აქვს და ასეთ სახლზე ოცნებობს. ამიტომ ლექსო ჩარკვიანის უცნაურ განცხადებას ძალიან ბევრი ადამიანი გამოეხმაურა. აი, რას სთხოვდა ის ინტერნეტმომხმარებლებს:
"იყიდეთ, გთხოვთ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ერთხელ მაინც არ უთქვამს, ნეტა მომწყვიტა ყველაფერს და სადმე წყნარ ადგილას დამაგდოო. "თაკვერი", ალბათ არ გეცნობათ, ეს ლეჩხუმია. და რა მინდა ვთქვა, ამ ფოტოებში რასაც
ხედავთ, ეს ყველა ლეჩხუმური ოდები და ქილიქიანი სახლებია, რომლის ფასები მერყეობს 2 000 ლარიდან 8 000 ლარამდე. მაგალითად 2 500 ლარში იყიდით სახლს, სადაც არ დაგაწვიმთ, არ შეგცივდებათ და გექნებათ გემრიელი თავშესაფარი მთაში. ნატური ხილი ეზოში, კარგი ჰაერი, წყალი, ზამთარშიც მშვენივრად გაატარებთ რამდენიმე დღეს. ქუთაისიდან 62 კილომეტრი, ასფალტის საფარია ისეთი წვერს გაიპარსავს კაცი ზედ. მოკლედ, თუ ვინმე დაინტერესდით კონსულტაციას გაგიწევთ, და მოგაწვდით დამატებით ინფორმაციას ამ კუთხეზე, სოფლებზე და სახლებზე."

...
სოფლად მიტოვებული სახლების პრობლემაზე ლექსო ჩარკვიანს ვესაუბრეთ:

- ჩემ სოფელში, ცაგერის რაიონი სოფელი აღვი - 650 კომლი ცხოვრობდა. ერთ-ერთ ასვლაზე 9 კილომეტრი ისე გავიარე, გზაზე ერთი კაცი არ შემხვედრია. მერე ჩამოვიარე, გადავხედე ხავსებში გახვეულ სახლებს და აღმოვაჩინე, რომ სოფელში სულ ათიოდე ოჯახი ცხოვრობს. მაშინ დამებადა იდეა და დავწერე სტატუსი. სოფელ-სოფელ დავდივარ და ვარჩევ სახლებს, შემდეგ მეპატრონეებს ვუკავშირდები, ვეკითხები - გაყიდიან თუ არა? თანხმობის შემთხვევაში, ფასს მეუბნებიან და მეც ვდებ ჩემს გვერდზე.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები