რუსეთში წვიმის გადასახადი დააწესეს
რუსეთში წვიმის გადასახადი დააწესეს
ამბობენ, რომ მოსახლეობამ წვიმის გადასახადი მთელი წლის განმავლობაში უნდა იხადოს, ამინდის მიუხედავად...

იმ მოტივით, რომ ჭარბი ნალექი კანალიზაციის სისტემის გადატვირთვას იწვევს, პერმის ოლქში მდებარე ქალაქ კუნგურის ჩინოვნიკებმა წვიმის გადასახადის დაწესება გადაწყვიტეს. უჩვეულო გადასახადმა კუნგურელების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, თუმცა მათ განუმარტეს, რომ წყალი, რომელიც სახლის სახურავიდან კანალიზაციაში ჩაედინება, სისტემის გადატვირთვასა და დამატებით ხარჯებს იწვევს. კუნგურელებს ასეთი ახსნა არ აკმაყოფილებთ, მათთვის გაუგებარია, რატომ უნდა იხადონ წვიმის გადასახადი მთელი წლის მანძილზე, ამინდის მიუხედავად.

...„დიახ, წყალი სახურავიდან ჩამოდის, მაგრამ კანალიზაციაში კი არა, მიწაში ჩაედინება. ჩვენს სახლს ცენტრალური კანალიზაცია აქვს და წყალი როგორ უნდა ჩავიდეს?“ - უკვირს ერთ-ერთ კუნგურელს. ქალაქის წყალკანალის სამსახურს კი ინიციატივა სრულიად კანონიერი ეჩვენება. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი როზა სულეიმანოვა ამბობს, რომ კანალიზაციის სისტემაში ჩამავალი წყალში, რომელზეც გადასახადებია დაწესებული, წვიმაც შედის. ვინაიდან წვიმა წელიწადის ყველა დროს მოდის, კომუნალურ გადასახადებში წვიმის გადასახადი მთელი წლის განმავლობაში აისახება.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები