ტრამპს კიმ ჩენ ინისთვის ელტონ ჯონის ალბომის ჩუქება სურს
ტრამპს კიმ ჩენ ინისთვის ელტონ ჯონის ალბომის ჩუქება სურს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს ელტონ ჯონის ავტოგრაფიანი ალბომი Honky Chateau უნდა გადასცეს, რომელშიც სიმღერა Rocket Man შედის.

საჩუქრის გადაცემის პირველი მცდელობა გასულ კვირას წარუმატებელი აღმოჩნდა. ფხენიანში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს CD ჩანაწერი
წაღებული ჰქონდა და კიმ ჩენ ინისთვის უნდა გადაეცა. თუმცა პომპეოსა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა არ შედგა.

...როგორც ცნობილია, სინგაპურში სამიტის დროს გამართულ ლანჩზე დონალდ ტრამპმა და კიმ ჩენ ინმა ელტონ ჯონის სინგლ Rocket Man-ზე ისაუბრეს. სამხრეთ კორეული მედიის ცნობით, საუბრის დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა გასულ წელს, დონალდ ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, როდესაც ბირთვული და ბალისტიკური რაკეტის ცდების გამო აშშ-ის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს Rocket Man, ანუ „ადამიანი რაკეტა“ უწოდა.

CNN-ის ცნობით, ლანჩზე გამართული საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ კიმ ჩენ ინმა არ იცოდა, საიდან მომდინარეობდა მისი ზედმეტსახელი. ამასთან, მას არც ელტონ ჯონის შესახებ სმენია რაიმე. სწორედ ამიტომ, ტრამპმა მისი გათვიცნობიერება გადაწყვიტა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები