ექიმი, რომელიც ტაილანდის მღვიმეში ბიჭებთან ბოლომდე დარჩა – დაღუპული ოჯახის წევრი და გადარჩენილი ბავშვები
ექიმი, რომელიც ტაილანდის მღვიმეში ბიჭებთან ბოლომდე დარჩა – დაღუპული ოჯახის წევრი და გადარჩენილი ბავშვები
ტალანტების იშვიათი კომბინაციის გამო, ავსტრალიელი ექიმი რიჩარდ ჰარისი აღმოჩნდა ის ერთადერთი ექიმი, რომელიც ტამ ლუანგის მღვიმეში შევიდა და ბიჭებთან ბოლო დღემდე დარჩა.

მაშინ როცა, საფეხბურთო ნაკრების წევრების მღვიმეში ჩარჩენის ამბავი გახმაურდა, რიჩარდ ჰარისი ტაილანდში შვებულებას ატარებდა, თუმცა გადაწყვიტა ეს დღეები მოხალისეობრივი საქმიანობისთვის დაეთმო.

...ის შევიდა ბიჭებთან, დაათვალიერა ისინი, შეაფასა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა და მღვიმეში სამ დღეს დარჩა.

სწორედ მისი რეკომენდაციის შემდეგ გადაწყდა, რომ მღვიმედან პირველ რიგში შედარებით სუსტი ბიჭები გაეყვანათ.

ექიმმა ჰარისმა მღვიმე მას შემდეგ დატოვა, რაც ყველა ბავშვი და მწვრთნელი უსაფრთხოდ გაიყვანეს.

ტაილანდის მღვიმის ბიჭების გადარჩენის საყოველთაო სიხარული, ექიმისთვის პირადმა ტრაგედიამ ჩაანაცვლა. ორშაბათს გაირკვა, რომ ჰარისის მამა სწორედ ოპერაციის დასრულებისას გარდაიცვალა. თუმცა, მისი გარდაცვალების მიზეზი არ სახელდება.




“ჰარისი წყნარი და კეთილი ადამიანია. ის ბევრს არ ფიქრობს მაშინ, როდესაც ვინმეს მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება,” – წერს კლინიკის თანამშრომელი, რომელიც ჰარსთან ერთად მუშაობს.

ავსტრალიის მთავრობა იტყობინება, რომ ექიმი ჰარისი ბრიტანელმა მყვინთავებმა შეამოწმეს და მისი “უმაღლესი დონის” გადარჩენის ჯგუფში ჩასმა მოითხოვეს.

“ის სამაშველო ჯგუფის განუყოფელი ნაწილი იყო,” – განაცხადა საგარეო
საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშობმა, რომელმაც დასძინა, რომ ექიმი ამ ოპერაციისთვის საერთაშორისოდ აღიარებული იყო.



მეგობრები ექიმს უპრეტენზიო მოკრძალებულ ადამიანად ახასიათებენ, რომელსაც ბავშვებთან ურთიერთობა შესანიშნავად გამოსდის.

“ის ბავშვებთან ურთიერთობის ნამდვილი სპეციალისტი იყო. ის ნამდვილად შეძლებდა, რომ ბიჭები მღვიმედან გამოსვლისთვის მაქსიმალურად მომზადებულები ყოფილიყვნენ,” – განაცხადა ექიმის მეგობარმა სუ კროუმ.

სოციალურ მედიაში კი, უცნობები მის მიმართ მადლიერებას გამოხატავენ და ითხოვენ, რომ ექიმი რიჩარდი ავსტრალიის “წლის ადამიანი” გახდეს. ეს ქვეყნის მოქალაქისთვის უმაღლესი წოდებაა.

გამოცდილ მყვინთავსა და წყალქვეშა ფოტოგრაფს, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, შობის კუნძულზე და ჩინეთში სხვადასხვა მღვიმის ექსპედიციებში მიუღია მონაწილეობა.

2011 წელს ის სამხრეთ ავსტრალიაში, ექსპედიციაში საკმაოდ ტრაგიკული მიზეზით, მისი მეგობრის სხეულის პოვნის სურვილის გამო ჩაერთო.



ექიმი ასევე, ცნობილია სტიქიური უბედურების დროს, წყნარი ოკეანის რეგიონში, სამედიცინო დახმარებებში მონაწილეობით.

შეგახსენებთ, ტაილანდის მღვიმეში წყლის მოვარდნის შედეგად, საფეხბურთო გუნდის წევრები და მისი მწვრთნელი ჩარჩნენ. ბიჭები გამოქვაბულიდან 18 დღის შემდეგ გამოიყვანეს. სამდღიანი ოპერაციის დროს, მხოლოდ ერთი მყვინთავი დაიღუპა.

თამთა უთურგაშვილი
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები