"ქორწილი მალევე შეიცვალა პანაშვიდით" (4 ფოტო)
"ქორწილი მალევე შეიცვალა პანაშვიდით"   (4  ფოტო)
31 წლის ჰიზერ ლინდსი ძუძუს კიბოს ებრძოდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიუხედავად , მან ოცნების ახდენა გადაწყვიტა და 35 წლის დევიდ მოშეზე იქორწინა. ქორწინებიდან 18 საათში კი სუნთქვა შეწყვიტა და გარდაიცვალა.

...ჰიზერმა და დევიდმა ერთმანეთი 2015 წელს , ცეკვის გაკვეთილზე გაიცნეს და მალევე შეუყვარდათ ერთმანეთი. გაცნობიდან ერთ წელში, დევიდმა ჰიზერისთვის ხელის თხოვნა გადაწყვიტა, თუმცა მათ ცხოვრებაში მოხდა ის, რასაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ. ჰიზერმა აღმოაჩინა, რომ კიბო ჰქონდა. მიუხედავად ამისა, დევიდს უარი არ უთქვამს თავის გადაწყვეტილებაზე და ჰიზერს ცოლობა სთხოვა.



„მინდოდა დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ამ
ბრძოლაში მარტო არ იქნებოდა“ - ამბობს დევიდი „ინდეფენდენთთან.“

2017 წელს დაავადება პროგრესირდა და კიბოს უჯრედები ამჯერად ჰიზერის ტვინში გაჩნდა. ერთი თვის შემდეგ მას მხოლოდ სპეციალური მილის საშუალებით შეეძლო სუნთქვა.



„ის ძალიან ძლიერი იყო, ექიმებს ძალიან უკვირდათ, როგორ უძლებდა ყველაფერს. ქორწილი ძალიან ემოციური იყო, ყველ ტიროდა, თუმცა ცდილობდნენ, ცრემლები დაემალათ. თითქოს, მისი გამოსამშვიდობებელი საღამო იყო. ქორწილი მალევე შეიცვალა პანაშვიდით “ - იხსენებს დევიდი.




წყვილმა დაქორწინება 2017 წლის 30 დეკემბერს გადაწყვიტა, თუმცა ჰიზერის მდგომარეობა უარესდებოდა და ექიმებმა დევიდს, ქორწილის დაჩქარება ურჩიეს. ასეც მოიქცნენ. ისინი 22 დეკემებრს დაქორწინდნენ საავადმყოფოში, მეგობრებისა და ნათესავების გარემოცვაში. ჰიზერს თეთრი კაბა ეცვა და მძიმე მდგოამრეობის მიუხედავად, მხიარულად გამოიყურებოდა.

ქორწინებიდან 18 საათში ჰიზერი გარდაიცვალა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები