"შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები
"შუხურის" შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან " - ლეგენდად შემორჩენილი თბილისური ამბები
"გურამი ლევან ასათიანის შვილი გახლდათ, - მამამისზე არანაკლები კრიტიკოსი. ნანი ბრეგვაძე უყვარდა"

ფოტოგალერეა

..."თბილისის უკანასკნელი ტრუბადური" შეარქვეს გიზო ნიშნიანიძეს, მან მართლაც საკუთარი შემოქმედებით ძეგლი დაუდგა მისი ყმაწვილკაცობის ვერასა და საყვარელ დედაქალაქს, გადავწყვიტეთ, სწორედ მისი მოგონებებით გაგვეცოცხლებინა ქალაქი, რომელზეც ძველი თაობის თბილისელები ლეგენდებს ჰყვებიან.

თბილისური მეგობრობა
თბილისელობა მეგობრობასა და ერთმანეთის გატანაზე იყო დამყარებული. ამიტომაც, ახალგაზრდობაში, რუსთაველის გამზირზე ჩხუბისა და წაკინკლავების უფლებას არავინ მოგცემდა. სადაც კი ამის უფლება ჰქონა 10-12 წლის ბიჭებს,
რატომღაც "თინეიჯერები" რომ შეარქვით და ადრე
არაჩვეულებრივი სიტყვა, "ყმაწვილი" ერქვათ, აფრთხილებდნენ, ჩხუბის დროს ცხვირში არ დაარტყა, თვალში არ დაარტყაო... რაღა რჩებოდა? - მხოლოდ სიყვარული.

თბილისელი ძველი ბიჭი იყო რეზო ბალავაძე - ერთ-ერთი პირველი ყოჩი. მუსკომედიის თეატრის წინ სატელეფონო ჯიხური იდგა. ავტომატზე მიწერილი ჰქონდა: "შუხურის" შემთხვევაში ჩემთან დარეკეთ" და ნომერი ჰქონდა მითითებული. თუ დაურეკავდნენ, აუცილებლად მივიდოდა და მტყუან-მართალს გაარჩევდა. აქვე მინდა გითხრათ, ყველა ჩხუბი თბილისში დამეგობრებით მთავრდებოდა.

მას შემდეგ იმდენი რამ შეიცვალა... დაუნდობლები გახდნენ ადამიანები... მეგობრის გამო ხშირად გავხვეულვარ შარში. ჩემ გამოც ხშირად შეწუხებულან. ერთხელ, მოსკოვის მეტროში მოვხვდი. ავდიოდი თუ ჩავდიოდი, აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს, ავარდნილ ბიჭებს შევეჩეხე. მათ ფეხი დამიდეს. მოკლედ, ბევრნი იყვნენ და დამჩაგრეს. ამ დროს ულამაზესი ახალგაზრდა გამოჩნდა.

ჩემი მეგობარი გახლდათ, კარლო იმედაძე. ათივე თავდამსხმელი გალახა და აქეთ-იქით მიყარ-მოყარა. ჩემი უახლოესი მეგობარი?
"პაემანი ვერაზე" დავწერე, ნიაზ დიასამიძის დამსახურებაა. იმდენად ახლო მეგობრები ვიყავით, იმდენად მინდოდა მისი მოგონება, ლექსის გარდა, სხვა ფორმა ვერ მოვიგონე. თემურ ჩირგაძე, ანუ "ჩირგო" მოგვიანებით აღმოვაჩინე. მანამდეც კარგად ვიცნობდი, მაგრამ ნიჭიერება გვიან გამოამჟღავნა. მთელი ღამე თეთრად გავათენე, გული დამწყდა, როცა აღმოვაჩინე, რომ სიტყვა არ მქონდა მასზე დაწერილი.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები