უცხოური მედიის ცნობით ზღვაში მსოფლიოში ყველაზე დიდი გემი შეცურდა (23 ფოტო)
უცხოური  მედიის  ცნობით  ზღვაში  მსოფლიოში  ყველაზე  დიდი  გემი  შეცურდა  (23  ფოტო)
„ზღვების ჰარმონია“ ოკეანეების მეფეა. მსოფლიოს ეს უდიდესი გემი „Royal Caribbean“-ის ფლოტის შემადგენლობაში ახალი სიტყვაა. ყველაფერი ამ გემზე გრანდიოზული პროპორციებით არის შექმნილი. 362 მეტრი სიგრძის ეს კონსტრუქცია გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ეიფელის კოშკი საფრანგეთში.
ამ მცურავი ქალაქის აშენება 1 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა. 16 გემბანიანი ხომალდის დასრულებას 32 თვე დასჭირდა. ის ყველაზე მაღალი ობიექტია ზღვის ზედაპირზე და აქვს ყველაზე ღრმა აუზი ზღვაში.
„ზღვების ჰარმონიას“ შეუძლია 7000 მგზავრზე მეტის გადაყვანა


...
მომსახურების სხვა ობიექტებთან ერთად, გემზე განთავსებულია 23 აუზი, 20 რესტორანი, თეატრი, კაზინო, საავადმყოფო და ასევე ციხე








გემი დაყოფილია შვიდ თემატურ ნაწილად, მათ შორის სამეფო პრომენადი, ცენტრალური პარკი და სასეირნო ზონა



უფანჯრო კაბინებში დამონტაჟებულია კამერებიანი ვირტუალური ფანჯრები, გემზე მიმდინარე რეალური დროის გამოსახულებით



მსოფლიოში ყველაზე მაღალი წყლის სასრიალოები. უფსკრულში დაშვების ბოლო წერტილი ადრენალინის მოზღვავებაა



ყველაზე გაბედულები ზღვის უფსკრულში თავიანთ მოგზაურობას იწყებენ საშიშ იისფერ ურჩხულში შესვლით



„ბოარდუოლკი“ გაგიმასპინძლდებათ რეტრო-კარუსელითა და სათამაშო ავტომატების დარბაზით



„ზღვების ჰარმონია“ უზრუნველყოფილია ყველაზე სწრაფი ინტერნეტით



„ზღვების ჰარმონია“ სრულყოფისკენ მუდმივი სწრაფვის პროდუქტია, რომელშიც გაერთიანებულია
გემის რევოლუციური დიზაინი და ტექნოლოგიური პროგრესი“, – განაცხადა რიჩარდ ფეინმა, „Royal Caribbean Cruises“-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა





ბიონურ ბარში რობოტი ბარმენები მუშაობენ. რობოტიზირებული მკლავები ზუსტად ისეთ სასმელს დაგიმზადებენ, როგორიც თქვენ გნებავთ



რობოტებს შეუძლიათ წუთში ორი, ხოლო დღეში 1000 სასმელის დამზადება



სტუმრებს შეუძლიათ ორი სერფინგ-სიმულიატორის ხელოვნურ ტალღებზე გაერთონ



აქ ორი საცოცი კედელია, რომლის სიმაღლეც 13 მეტრს აღწევს



წყლის სამი სასრიალო – ტაიფუნი, ციკლონი და სუპერ-უჯრედი, არაჩვეულებრივ აზარტს იწვევენ



აკვაპარკი აღჭურვილია წყლის ჭავლებით, სასრიალოებით და ჩანჩქერებით



ცენტრალურ პარკში დარგულია 12000 ხე და მცენარე



36.5 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია აუზები, სათამაშო მოედნები და ყინულის საფარები. აქ შეგიძლიათ დაკავდეთ ყინულზე სრიალით და ითამაშოთ კალათბურთი



ფასები იწყება კაცზე 1125 დოლარიდან


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები