ვინ არის 24 წლის გოგონა, რომელიც საწოვარას წოვს და პამპერსით დადის?
ვინ არის 24 წლის გოგონა, რომელიც საწოვარას წოვს და პამპერსით დადის?
ის ერთ-ერთ სავაჭრო კომპანიაში მუშაობს და ჩვეულებრივ გოგოსავით ცხოვრობს, თუმცა ყველაზე ახლობლებმა იციან, რომ სამუშაოსგან თავისუფალ დროს პატარა ბავშვივით გამოიყურება.

საქმე ის გახლავთ, რომ 24 წლის ჰაიდი, რომელიც ორეგონის შტატში ცხოვრობს, ერთ-ერთი სუბკულტურის წევრია, რომლის მიმდევრებსაც ბავშვად გარდასახვა მოსწონთ.
ასეთი სუბკულტურის
არსებობის შესახებ ჰაიდიმ ერთი წლის წინათ შეიტყო და ძალიან გაუხარდა, რადგან მანამდე ახლობლებს უმალავდა, რომ თოჯინებით თამაში, ბავშვური კაბების ჩაცმა და საბავშვო წიგნების კითხვა უყვარდა.
...
„მე პამპერსს ვიკეთებ, საბავშვო კომბინეზონს ვიცვამ და საწოვარას ვწოვ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პამპერსს პირდაპირი დანიშნულებით ვიყენებ, უბრალოდ, „როლში შევდივარ. მიყვარს თოჯინებით თამაში და მომწონს, რომ ჩემი სუბკულტურის ადამიანებს საკუთარ თავი ისეთი მოსწონთ, როგორებიც არიან. როგორც კი „პატარა ვხდები“, მაშინვე ზრდასრული ადამიანის ყველა პრობლემას ვივიწყებ. დავდივარ ჩემსავით „დიდი ბავშვების“ შეკრებაზე, სადაც ფერად ტანსაცმელს ვიცვამთ, ვცელქობთ და მულტფილმებს ვუყურებთ. ცდება, ვისაც ჰგონია, რომ ე.წ. დიდი ბავშვები ყოველთვის ასეთები არიან. მე სხვა ადამიანების მსგავსად, სამსახურში დავდივარ, გადასახადებს ვიხდი, საჭმელს ვამზადებ და ბოიფრენდიც მყავს. რეალურად, ბავშვად ყოფნას დღე-ღამეში მხოლოდ 2-3 საათით ვახერხებ“, - აღიარებს გოგონა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები