ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის სიგრძის მიხედვით
ფსიქოლოგიური პორტრეტი ხელის სიგრძის მიხედვით
ერთი ხელის ცერა თითი მეორე ხელის იდაყვის სახსრის შიდა მხარეს დაადეთ, ხოლო შუა თითით შეეცადეთ, მაჯას მისწვდეთ. მისწვდით? გილოცავთ - თქვენ დიდი ხელი გაქვთ. ვერ მისწვდით? მაშინ თქვენ პატარა ხელი გქონიათ. ახლა კი ნახეთ, რას ნიშნავს ეს?

თუ დიდი ხელი გაქვთ:
თქვენ
პერფექციონისტი ყოფილხართ. სამუშაო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი ხარისხოვანი და არა რაოდენობრივი მხარე. სწორედ ამის გამო შესაძლოა, ვადებში ვერ ჩაეტიოთ, მაგრამ ეს ამად ღირს!
...თქვენ ძლიერ მგრძნობიარე და ყურადღებიანი ხართ. ხშირად პრობლემები გულთან ახლოს მიგაქვთ და რაც უფრო საინტერესოა - არამხოლოდ საკუთარი. თქვენი ეს თვისება ძალიან მოსწონთ თქვენს მეგობრებს, მათ იციან, რომ თქვენ ყოველთვის მოუსმენთ.


თუ პატარა ხელი გაქვთ:
თქვენ ცოტა ავანტიურისტი ხართ. გიყვართ მოგზაურობა და მძაფრი განცდები. ახალი შთაბეჭდილებების გარეშე ცხოვრება არ შეგიძლიათ. მართალია, კარგი ინტუიცია გაქვთ, მაგრამ ცხოვრებაში ფაქტებს უფრო აფასებთ, ვიდრე ინტუიციას.
თქვენ ერთბაშად მრავალი სამუშაოს შესრულება არ გიყვართ. თქვენთვის მთავარია, სამუშაოში მთლიანად ჩაეფლოთ და არაფერმა გაგიფანტოთ ყურადღება. ზოგჯერ ფიცხი ხართ, რაც ბევრ რამეში გიშლით ხელს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები