"მან პირველმა ესროლა ზუკას... გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მერამდენედ დაჭრეს!"
"მან პირველმა ესროლა ზუკას... გოგოჭურს იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, მერამდენედ დაჭრეს!"
პრეზიდენტის სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის დეტალები ისევ ბურუსით არის მოცული. ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, არც ის არის ცნობილი, რატომ ესროლეს ოთხი ტყვია მინდია გოგოჭურს.

6 ივლისს, ღამის 2 საათზე, რესპუბლი­კურ საავადმყოფოში დაჭრილი მიიყვანეს.­ სათვალთვალი კამერებმა საავადმყოფოს ეზოში გოგოჭურის მანქანა დააფიქსირეს. სავარაუდოდ, საჭესთან მისი მეგობარი იჯდა, რომელიც მანქანიდან არ გადმოსულა. გოგოჭური მანქანიდან თავისი ფეხით გადმოვიდა და შენობაში შევიდა, მეგობარი კი იქაურობას გაეცალა. პაციენტს ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა ორივე ბარძაყისა და წვივის არეში.
მას ოპერაცია გაუკეთეს... მომხარზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ", იხილეთ ამონარიდები სტატიიდან:
...
მინდია გოგოჭური მაკა ჩიჩუას შვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, მხოლოდ იმას ამბობს,­ რომ თავს მთაწმინდაზე, კორპუსთან ახლოს დაესხნენ, თუმცა მცხოვრებლებს გასროლა არ გაუგონიათ. ერთი ვერსიით, გოგოჭურს თავისივე მანქანაში                დაესხა თავს ნიღბიანი პირი, მეორე ვერსიით, ის საბურთალოზე, ჩიქოვანის და იოსელიანის ქუჩების კუთხეში დაჭრეს. მცხოვრებლები ამბობენ, რომ გვიან ღამით ერთი გასროლა გაიგონეს, თუმცა არაფერი დაუნახავთ.

ერთ -ერთი საქმე, რომელშიც გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი - 2011 წლის ოქტომბერში რუსთაველის გამზირზე შეიარაღებულმა პირებმა 23 წლის ზურა ტარყაშვილს 11 ჭრილობა მიაყენეს. ტარყაშვილი დედისა და დის თვალწინ გარდაიცვალა. ამ საქმეში მონაწილეობას გოგოჭური კატეგორიულად უარყოფს, მაგრამ მოკლულის დედა თამილა კოჭლამაზაშვილი ხელს სწორედ მისკენ და მისი მეგობრებისკენ იშვერს და წლებია, მათ დასჯას ითხოვს. დარწმუნებულია, რომ თორნიკე კაჭარავას და მინდია გოგოჭურს დღემდე მფარველობენ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები