ჯეფ ბეზოსის 3.3 წამის შემოსავალი საქართველოს მოქალაქის 1 წლის შემოსავალს უთანაბრდება
ჯეფ ბეზოსის 3.3 წამის შემოსავალი საქართველოს მოქალაქის 1 წლის შემოსავალს უთანაბრდება
ადამიანების შემოსავალი ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგ შემთხვევაში რადიკალურად. არსებობენ ადამიანები, რომელთა ქონებაც იმდენად დიდია, რომ მასთან გასათანაბრებლად მდიდარ ქვეყანაშიც კი რამდენემეათასწლიანი მუშაობაა საჭირო.

200-ზე მეტი სახელმწიფოდან ერთ სულ მოსახლეზე $50 000-ზე მეტი შემოსავალი მხოლოდ 25-ს აქვს. ასეთი შემოსავლის პირობებში მილიარდელებიდან ყველაზე ღარიბის დაწევა 20 000 წელიწადშია შესაძლებელი. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა 20 000 წელზე ბერად ნაკლებია.

...
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი AMAZON-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია. მისი ქონება $140 მლრდ-ს შეადგენს. იმავე $50 000-იანი წლიური ხელფასით მსგავსი ოდენობის თანხის მოგროვებას 2.8 მილიონი წელი დასჭირდება.


ჯეფ ბეზოსის ქონება 1 წელიწადში $40 მლრდ-ით გაიზარდა. ეს დღიურად $109.589 მლნ-იან ზრდას ნიშნავს, რაც თავის მხრივ საათში 4.566 მილიონია, წუთში $76 103 და წამში $1268.39. ანუ პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გასულ წელს 50 000 დოლარის გამომუშავებას 39.4 წამში ახერხებდა. ეს თანხა კი უფრო მეტია ვიდრე საშუალო წლიური შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე 200-მდე სახელმწიფოში.


საქართველოში მშპ 1 სულ მოსახლეზე PPP დათვლებითაც კი $10 400-ს არ აღემატება. ეს თანხა ბეზოსის 8.2 წამის
შემოსავალია. ხოლო იმ შემთხვევაში თუ მშპ-ს მიმდინარე ფასებში დავითვლით, მაშინ ეს დრო 3.3 წამამდე შემცირდება.


ჯეფ ბეზოსი გამონაკლისია გამონაკლისებს შორის. ის $48 მლრდ-ით უფრო მდიდარია ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ბილ გეითსი. კაპიტალის წელიწადში $40 მლრდ-ით გაზრდა მილიარდელთა შორისაც კი უჩვეულოა. მაგრამ ეს ფაქტი რეალობას დიდად ვერ ცვლის. როგორ შეიცვლებოდა რიცხვები, ბეზოსის ქონება 40-ით კი არა მხოლოდ 1 მილიარდით რომ გაზრდილიყო? მაშინ მას $50 000-ის დასაგროვებლად 33 წუთი დასჭირდებოდა, $10 400-ისთვის 5.5 წუთი $4160-მდე კი (საქართელოს მშპ 1 სულ მოსახლეზე მიმდინარე ფსებში) 2 წუთი და 12 წამი.


წარმატებული სპორტსმენისთვის სამეულს მიღმა დარჩენა ყოველთვის გულდასაწყვეტია, მაგრამ განხვავებული ვითარებაა მილიარდელებში. პლანეტის სიმდიდრით მეოთხე ადგილზე მყოფი ბერნარდ არნაულტის ქონება $77 მლრდ-ს აღწევს. 300-ეულს მიღმა დრჩენილი ლი იუ ლინგის ქონება კი $5.8 მლრდ-ს.


სულ პლანეტაზე ოფიციალური მილიარდელების რაოდენობა 2124-ს აღწევს რაც მთელი მოსახლეობის 0.00003 პროცენტის ტოლია.


ამ პატარა სტატიის წაკითხვას დაახლოებით 2 წუთი სჭირდება, ამ დროის განმავლობაში გასულ წელს ბეზოსის ქონება $152 000-ით გაიზრდებოდა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები