აი რა მოხდება, თუ დაფნის ფოთოლზე სურვილს დაწერთ და დაწვავთ!
აი რა მოხდება, თუ დაფნის ფოთოლზე სურვილს დაწერთ და დაწვავთ!
ძველი ბერძნები და რომაელები დაფნის მაგიურ თვისებებში დარწმუნებულნი იყვნენ. ამ მცენარეს ისინი რიტუალების დროს იყენებდნენ და სჯეროდათ, რომ დაფნა მოუტანდა მათ ბედნიერებასა და წარმატებას.

დაფნა-სისუფთავის, მიზანდასახულობის, ტრიუმფის და უკვდავების სიმბოლოა. ის სასიცოცხლო ძალას მატებს ადამიანს, ასევე ეხმარება წარმატების მიღწევაში და სურვილების ასრულებაში.

...დაფნის ფოთოლზე დაწერეთ სურვილი, ხოლო შემდეგ დაწვით ცეცხლში-ძველი ბერძნების რწმენით, რასაც ჩაიფიქრეთ დროთა განმავლობაში აგისრულდებათ.

ოთახის კუთხეებში დაალაგეთ თითო დაფნის ფოთოლი- ის ოჯახის წევრებს ავადმყოფობისგან დაიცავს.

თუ დაფნის ფოთოლს ყოველთვის თან ატარებთ, ის დაგიცავთ არასასიამოვნო და უბედური შემთხვევებისგან.

იმისათვის, რომ მიიზიდოთ პოზიტივი, ხელებით
გაათბეთ დაფნის ფოთოლი, შეიგრძენით მისი არომატი და ხმამაღლა წარმოთქვით თხოვნა უზენაესის მიმართ.

დაფნის ფოთოლი დაიდეთ ბალიშის ქვეშ: სასიამოვნო სიზმრებს იხილავთ.

დაფნის არომატი დაგეხმარებათ გადაღლილობის დროს. თუ სპორტით ხართ დაკავებული, ის მოგმატებთ ძალას.

თუ ოთხ დაფნის ფოთოლს ჯვრისებურად დაალაგებთ სახლში შემოსასვლელი ნოხის ქვეშ, წარმატებას მოგიტანთ. ფოთლები თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ.

იმისათვის, რომ ახალდაქორწინებულებს ჰქონდეთ ბედნიერი ოჯახი, ქორწილის წინა ღამეს , მათ ფეხსაცმელში ჩადეთ დაფნის ფოთლები, ხოლო დილით არ დაგავიწყდეთ მათი ამოღება. მადლობა მოუხადეთ მცენარეს დახმარებისთვის.

სახლის შესასველ კარზე ჩამოკიდეთ ხუთი დაფნის ფოთოლი, რომელიც იქნება წითელ ძაფზე ასხმული და ამ სახლში მცხოვრებლებს ყველა საქმეში წარმატებას მოუტანს.

დაფნის ღერო მოათავსეთ ბავშვის საწოლზე-ის დაიცავს ავი თვალისგან.

ფულის მოსაზიდი რიტუალი: აიღეთ ერთი დაფნის ფოთოლი, დააწვეთეთ მას ფორთოხლის ეთერზეთი და მოათავსეთ იმ ადგილას, სადაც ინახავთ ფულს-ის მოიზიდავს ახალ დანაზოგს და გაგიორმაგებთ ფულს.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები