მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი
მისი მეუღლე შანელის მოდელი იყო, შვილი კი ნათლული - ქართველი მხატვრის და ლეგენდარული დიზაინერის საოცარი მეგობრობის ამბავი
ორი წლის წინ საფ­რან­გეთ­ში შა­ნე­ლის ბრენ­დის სა­ი­უ­ბი­ლეო წიგ­ნი და­ი­ბეჭ­და, სა­დაც ერთი დიდი თავი პო­ლო­ნუ­რი წარ­მო­შო­ბის ქარ­თველ მხატ­ვარს - ილია ზდა­ნე­ვიჩს მი­ე­ძღვნა...

ამ­ჯე­რად მზად­დე­ბა გა­მო­ფე­ნა და კა­ტა­ლო­გი - ილი­აზ­დი და პი­კა­სო, რო­მელ­საც ისევ "შა­ნე­ლის" სახ­ლი უშ­ვებს და აფი­ნან­სებს... ილია ზდა­ნე­ვი­ჩის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე ლე­გენ­და­რუ­ლი დი­ზა­ი­ნე­რის მო­დე­ლი იყო, შვი­ლი კი ნათ­ლუ­ლი... რო­გორ მე­გობ­რო­ბა აკავ­ში­რებ­და ილი­აზ­დის შა­ნელ­თან და პი­კა­სოს­თან - ამის შე­სა­ხებ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო ცნო­ბებს ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ნანა შერ­ვა­ში­ძე უამ­ბობს AMBEBI.GE-ს მკი­თხველს:

...1921 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში პა­რიზ­ში ჩას­ვლი­სას ილია ზდა­ნე­ვი­ჩი მი­ხე­ილ ლა­რი­ო­ნო­ვის ბი­ნა­ში ცხოვ­რობ­და, სე­ნის ქუჩა #43-ში. იგი
ლა­რი­ო­ნო­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით და­უ­კავ­შირ­და პა­რიზ­ში მყოფ რუს ხე­ლო­ვა­ნებს, ლი­ტე­რა­ტო­რებ­სა და მხატ­ვრებს. გა­იც­ნო და და­უ­მე­გობ­რდა პი­კა­სოს, რო­ბერტ და სო­ნია დე­ლო­ნე­ებს, და­და­ის­ტებს. თუმ­ცა, პა­რიზ­მა ილი­ას იმე­დე­ბი გა­უც­რუა. პა­რი­ზუ­ლი არ­ტის­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბა დი­დად გან­სხვავ­დე­ბო­და მის წარ­მოდ­გე­ნა­ში არ­სე­ბუ­ლის­გან, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით აქ­ტი­ურ­მა ილი­ამ, პა­რიზ­ში ჩას­ვლი­დან მე­თხუთ­მე­ტე დღეს მომ­ღე­რალ მა­რია ოლე­ნი­ნა-დ’ალ­ჰე­ი­მის ბი­ნა­ში მო­ა­წყო კონ­ფე­რენ­ცია და ფრან­გულ ენა­ზე წა­ი­კი­თხა მოხ­სე­ნე­ბა - "ახა­ლი სკო­ლე­ბი რუ­სულ პო­ე­ზი­ა­ში"...

ილი­ას მა­ტე­რი­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­და, მაგ­რამ მალე რო­ბერ დე­ლო­ნეს უკ­რა­ი­ნე­ლი მე­უღ­ლის, სო­ნია ტერკ-დე­ლო­ნეს­გან შეკ­ვე­თა მი­ი­ღო და ქსო­ვი­ლე­ბის ნა­ხა­ტის ეს­კი­ზებს ას­რუ­ლებ­და. ვერა სუ­დე­ი­კი­ნას მო­სას­ხა­მის­თვის რუ­სულ­სა და ფრან­გულ ენებ­ზე ზა­უ­მუ­რი ლექ­სის გა­მო­ყე­ნე­ბით ეს­კი­ზიც შექ­მნა. 1925 წელს ილი­აზ­დი პა­რიზ­ში რუს მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თავ­მჯდო­მა­რე გახ­და. ის იყო პა­რიზ­ში რუ­სუ­ლი საქ­ველ­მოქ­მე­დო, კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი მე­ჯლი­სე­ბის ერთ-ერთი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და მხატ­ვა­რი.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები